laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტებზე სახელმძღვანელოს პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

არაერთ მნიშვნელოვან სტანდარტსა და მუშაობის პრინციპს მოიცავს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის - „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერა“ ხელმძღვანელი რანდელ ბაროუზი, საერთაშორისო პარტნიორი და ადგილობრივი ორგანიზაციების, ასევე, სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო ინსტრუმენტი პენიტენციური დაწესებულებებისთვის, რომელიც თანამშრომლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის მმართველობის განხორციელებაში დაეხმარება.

პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის რეფორმის მიზნებზე და აღნიშნა, რომ დაგეგმილი სიახლეები ემსახურება პენიტენციურ, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემაში ისეთი რეფორმის გატარებას, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს სასჯელის აღსრულების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და მიმართული იქნება თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებისა და ღირსების დაცვისაკენ.

„ახალი მიდგომების კვალდაკვალ, იუსტიციის სამინისტროს მთავარი ამოცანაა საპატიმროებსა და პრობაციის ბიუროებში გააძლიეროს ადამიანის უფლებათა დაცვა და ბალანსის შენარჩუნება. დაბალანსებული მიდგომა გულისხმობს თანაბარ მოპყრობას იმ პირთა მიმართ, რომლებიც უწყვეტად იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებებში, როგორებიც ერთი მხრივ, არიან თავისუფლებააღკვეთილი პირები და მეორე მხრივ, პენიტენციური სისტემის თანამშრომლები,“- განაცხადა გიორგი პატარიძემ.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა რეფორმის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს: სრულად ფუნქციონირებადი დანაშაულის პრევენციის სისტემის ამოქმედება; პენიტენციური სისტემის მეტად დემილიტარიზაცია; პენიტენციური სისტემის პერსონალის, პრობაციის ოფიცერთა და სოციალურ მუშაკთა შესაძლებლობების გაძლიერება; რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების გაუმჯობესება; მსჯავრდებულთა ახალი პროფესიული გადამზადების ცენტრის შექმნა; პრობაციის სისტემის მეტად ეფექტიანი ფუნქციონირება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს გვერდში დგომისათვის, ასევე, ბატონ რანდელსა და მის გუნდს უწყვეტი და აქტიური დახმარებისათვის.

imageVideo
ორთაჭალაში განთავსებული მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა

ახალი პენიტენციური დაწესებულება მე-16 დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ, 309 პირზე გათვლილ კორპუსში განთავსდა, რომელიც მე-16 დაწესებულებისგან არის გამიჯნული. ახალი დაწესებულების მოსაწყობად სამუშაოები 2017 წელს დაიწყო, ჩატარდა შენობის რეაბილიტაცია. 2018 წელს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ შენობაში ვიდეოსამეთვალყურეო კამერები დამონტაჟდა (132 კამერა), კეთილმოეწყო დაწესებულების სასადილო, რომელიც თანამედროვე აპარატურით, შესაბამისი ავეჯითა და ინვენტარით (ქვაბები, ღუმელი, თაროები, ნიჟარები, ხორცსაკეპი მანქანა, მაცივრები და სხვა) აღიჭურვა. სასადილოს ერთდროულად 300 ადამიანის მომსახურება შეუძლია. დაწესებულების მაღაზია სრულად აღიჭურვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით (თაროები, სათავსოები, მაცივრები და სხვა) და კეთილმოეწყო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია. მოეწყო სამი საგამოძიებო ოთახი, ასევე ყველა ოთახი შესაბამისი საოფისე და სხვა ინვენტარით აღიჭურვა. მსჯავრდებულებისთვის გამოყოფილ საერთო სივრცეებში დამონტაჟდა ტელევიზორები.

მე-12 დაწესებულების ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაში იყო, რის გამოც მასში განთავსებულ პატიმრებს რთულ პირობებში უწევდათ სასჯელის მოხდა. კერძოდ, შენობა იყო ბარაკული ტიპის, საკნების დიდ ნაწილს არ ჰქონდა საპირფარეშო (რამდენიმე საკანში განთავსებულ მსჯავრდებულს საერთო საპირფარეშოთი სარგებლობა უწევდა), არ არსებობდა სასადილო, რის გამოც პატიმრები საკნებში იკვებებოდნენ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ციხის ადმინისტრაცია შენობაში სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების დაცვას ვერ უზრუნველყოფდა. სამედიცინო ნაწილი ორ ოთახში იყო განთავსებული, რის გამოც მედპერსონალი მსჯავრდებულებს სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ უწევდა. ასევე მძიმე მდგომარეობაში იყო ბიბლიოთეკა და პაემნების ოთახები.

შენობა, სადაც მე-12 დაწესებულება განთავსდა, ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. დაწესებულება არის დახურული და ნახევრადღია ტიპის, ოთხ პირზე გათვლილი საკნებით. შენობაში არის დეესკალაციის 5 საკანი, განმარტოების 4 საკანი, შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირებული ორი საკანი (ოთხკაციანი), მოწყობილია სასტუმროს ტიპის 10 ნომერი ხანგრძლივი პაემნებისთვის, ხანმოკლე პაემნების სივრცე ისე არის მოწყობილი, რომ პაემნები მინის ბარიერის გარეშე ჩატარდება. დაწესებულების ტერიტორიაზე არის სპორტული მოედანი, სავარჯიშო მოედანი. ცალკე შენობაშია განთავსებული სამედიცინო ნაწილი, რომელშიც ფუნქციონირებს აფთიაქი, „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ოთახი, ხელმისაწვდომია სტომატოლოგიური მომსახურება, ელექტროკარდიოგრაფია, ულტრასონოგრაფია და ფიზიოთერაპიული პროცედურები. ასევე უახლოეს მომავალში მოეწყობა რენტგენის ოთახი და დამონტაჟდება ცენტრალური სასტერილიზაციო, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით.

ვინაიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის პატიმრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ციხეების მშენებლობის პროცესში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პენიტენციურ დაწესებულებებში რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის სათანადო სივრცის შექმნას. შესაბამისად, მე-12 დაწესებულების ახალ შენობაში დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე იქნება განთავსებული სპეციალური სივრცეები რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებისთვის (რაც დაწესებულების ძველ შენობაში საერთოდ არ არსებობდა), ასევე 100 კვ/მ ფართობის ბიბლიოთეკა. მოწყობილი იქნება სპეციალური სივრცეები სხვადასხვა სახის ინდივიდუალური საქმიანობისთვის (ხეზე კვეთა და ა.შ.).

imageVideo
N11 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვანი მსჯავრდებულები საქართველო-ესტონეთის კალათბურთის მატჩს დაესწრნენ

თამაშის დასასრულს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წევრებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ამხანაგური მატჩი გამართეს, მოზარდებს გაესაუბრნენ და საჩუქრად კალათბურთის ბურთები გადასცეს საკუთარი ავტოგრაფებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საპატიმროებში (N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება, N2 პენიტენციური დაწესებულება, N8 პენიტენციური დაწესებულება) განთავსებული არასრულწლოვანი ბრალდებულ/მსჯავრდებულების გრაფიკში არსებული ბევრი თავისუფალი დროის შინაარსით შევსებას საპატიმროდან გათავისუფლებისათვის მომზადების მიზნით.

ინიციატივა ითვალისწინებს, არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულებს უკვე პატიმრობისას გაუჩნდეთ მხარდამჭერი პირები, ვინც მათ პატიმრობის პირობებში მენტორობას გაუწევს, გაწვრთნის, ასწავლის, მოამზადებს ქართულ ან უცხო ენაში, ან სხვა საგანში ან სფეროში და საპატიმროდან გამოსვლის შემდეგაც, არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში, საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარება.

მინისტრის ამ ინიციატივას რამდენიმე სპორტული ფედერაცია, მათ შორის საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოეხმაურა და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სპორტსმენებთან შეხვედრა. ამავე შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმაც დაისახა, კერძოდ, კალათბურთის ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობამ მზაობა გამოთქვა, რომ უკვე დაიწყოს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებთან მუშაობა.

imageVideo
იუსტიციის მინისტრმა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის გაცნობის მიზნით შეხვედრა გამართა

თეა წულუკიანმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. ისაუბრა მათ მიერ განხორციელებულ პროექტებსა და იმ გეგმებზე, რომელთა ხორცშესხმა სწორედ ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში იქნება შესაძლებელი, როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის, ისე დანაშაულის პრევენციის მიმართულებით. მინისტრმა ისაუბრა იმ პრიორიტეტებზეც, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნული მიმართულებებით განსაზღვრა 2019-2020 წლებისთვის.
შეხვედრაზე, რომელიც დისკუსიის ფორმატში წარიმართა, დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დაისახა.
პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრაგეტია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების ხელშეწყობის პროექტის დახმარებით შემუშავდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე დამტკიცებულია სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განახლებული სტრატეგია, რომლის პრიორიტეტებს შორისაა ციხის პირობებისა და პატიმართა ჯანდაცვის გაუმჯობესება; პრობაციის სისტემის რეფორმა ეფექტიანი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით; რესოციალიზაციასა და დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ინდივიდუალური მიდგომების დანერგვა და განვითარება.

რუსთავში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულება აშენდება

2018 წლის 25 ოქტომბერს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე დაიწყო ტერიტორიის მოსწორების, შემოღობვისა და შესაბამისი სტანდარტით დაწესებულებების პერიმეტრის მოწყობის სამუშაოები, რომელთა დასრულების ვადად 2019 წლის ივნისი განისაზღვრა.

ერთი დაწესებულება 700 მსჯავრდებულზე, ხოლო მეორე 120 მსჯავრდებულზე იქნება გათვლილი. პარალელურად მიმდინარეობს დაწესებულებების საპროექტო სამუშაოებიც. საპროექტო გუნდთან ხელშეკრულება 2018 წლის 18 სექტემბერს გაფორმდა და მის ფარგლებში სამუშაოების დასრულება 2019 წლის 15 მარტისთვის არის დაგეგმილი.

დღევანდელი მდგომარეობით, 120 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების საპროექტო დოკუმენტაციის ნაწილი დასრულებულია (გეოლოგია, კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილები) და ექსპერტიზას გადის. სრული საპროექტო დოკუმენტაცია მზად მიმდინარე წლის 10 თებერვლისთვის იქნება, 15 მარტისთვის კი მოცემული დაწესებულების სამშენებლო ტენდერის გამოცხადება იგეგმება.

700 პირზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების საპროექტო სრული დოკუმენტაცია მზად 15 მარტისთვის (დღეისთვის დასრულებულია მთლიანი საპროექტო დოკუმენტაციის 75%) იქნება. 15 აპრილისთვის კი სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.

humanIcon
hotLineIcon