კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღების ბოლო ვადა 8 სექტემბერია.
1. N7 და N9 პენიტენციური დაწესებულებები - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი, სარეაბილიტაციო მომსახურების მიმწოდებელი) – 1 ვაკანსია
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/56964?active=1
2. N8 პენიტენციური დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) – 2 ვაკანსია
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/56965?active=1
3. N15 პენიტენციური დაწესებულება (ქსანი) - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) – 1 ვაკანსია.
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/56966?active=1
4. N2 პენიტენციური დაწესებულება (ქუთაისი) - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის დეპარტამენტის ფსიქოლოგი - 2 ვაკანსია.
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/56967?active=1
5. N14 პენიტენციური დაწესებულება (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გეგუთი) - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის დეპარტამენტის ფსიქოლოგი - 1 ვაკანსია
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/56968?active=1
6. N17 პენიტენციური დაწესებულება (რუსთავი) - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის დეპარტამენტის ფსიქოლოგი - 1 ვაკანსია
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/56970?active=1
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის ერთ კანდიდატურაზე - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან;
სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს წევრის ორ-ორ კანდიდატურაზე, რომელთაგან ერთს დაიკავებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ხოლო ერთს - ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი.
მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს:
1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას;
2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების განხრით მუშაობის გამოცდილება, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება იმ პედაგოგს, რომელსაც მუშაობის გამოცდილება აქვს კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან. არასამთავრობო ორგანიზაციები ვაკანსიის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საკოორდინაციო საბჭოში წარადგენენ სამსახურის ადგილობრივი საბჭოს და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატურას. 5 სამუშაო დღე ეძლევა კანდიდატურის წარსადგენად უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებსაც.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენასთან დაკავშირებულ წერილობით მიმართვას თან უნდა ერთვოდეს ორგანიზაციის წესდების ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენის შემთხვევაში, წერილობით მიმართვას თან უნდა დაერთოს დაწესებულების რეგისტრაციისა და შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.
გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა: სამსახურის ადგილობრივი საბჭოში სულ 12 ვაკანსია; მუდმივმოქმედ კომისიაში 1 ვაკანსია.
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 21 აგვისტოს 18:00 საათამდე, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა: სამსახურის ადგილობრივი საბჭოში სულ 12 ვაკანსია; მუდმივმოქმედ კომისიაში 1 ვაკანსია.
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 21 აგვისტოს 18:00 საათამდე, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური უსამძიმრებს პატიმრის ოჯახის წევრებს, მათ შორის მათ, ვინც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მსახურობს, და მკაცრად გმობს პატიმრის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებას, რაც მოცემული მედია საშუალების მხრიდან ადამიანური ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მავნე პრაქტიკის მორიგი მაგალითია. N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისადმი გამოთქმული ბრალდების სერიოზული ხასიათიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური თავს ვალდებულად თვლის, საზოგადოებას მიაწოდოს მომხდართან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო მასალა.
წინამდებარე პრესრელიზს ერთვის ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს სარეანიმაციო ღონისძიებებსა და პატიმრის გადარჩენის მცდელობას. ვიდეოში დაფარულია მხოლოდ პატიმართა სახეები. სპეციალური პენიტენციური სამსახური ასევე გამოთქვამს მზაობას, გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებს აჩვენოს სრული ვიდეო ჩანაწერი, რომელიც 23 ივლისის დღეს, 23-24 ივლისის ღამესა და 24 ივლისის დილას სრულად მოიცავს. მოცემული მრავალსაათიანი ვიდეო ჩანაწერის არც ერთი მომენტიდან არ იკვეთება რაიმე ტიპის ზემოქმედება ბრალდებულზე მისივე თანამოსაკნეების ან გარეშე პირების მხრიდან. გარდაცვალების ფაქტზე 24 ივლისს, 09.38 საათზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო დანაყოფის მიერ (სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). იმავე დღეს, ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში (რომლის დროსაც, სხვებს შორის, დადგენილი წესით განხორციელდა თავის ქალის გახსნაც). დამატებითი ინფორმაცია გარდაცვლილი პატიმრის შესახებ: ბრალდებულ გ.ჯ-შვილს, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ, რამდენჯერმე გაეწია კონსულტაცია ოჯახის ექიმის, ფსიქოთერაპევტისა და ფსიქიატრის მიერ, ხოლო დასმული დიაგნოზის შესაბამისად ჩაუტარდა მკურნალობის კურსი. მკურნალობის პერიოდში, ბრალდებულმა რამდენჯერმე უარი განაცხადა პრეპარატების მიღებაზე, რაზეც შედგენილია შესაბამისი აქტები. ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, ბრალდებული გ.ჯ-შვილი იმყოფებოდა ელექტრო-ვიზუალური მეთვალყურეობით აღჭურვილ საკანში. 2 ივლისიდან 16 ივლისის პერიოდში ბრალდებული გ.ჯ-შვილი მოთავსებული იყო ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაუტარდა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
17 ივლისიდან, ბრალდებული გ.ჯ-შვილი მოთავსებული იყო მე-3 სარეჟიმო კორპუსის N 223 საკანში.
N6 დაწესებულებაში "კოგნიტური და სოციალური უნარების პროგრამა" 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და დასასრულს უახლოვდება.
"ეს იყო მოკლევადიანი, ჯგუფურ მუშაობაზე დაფუძნებული ზოგადი დანაშაულებრივი ქცევის შემცირების პროგრამა. პროგრამა ამცირებს და ზედამხედველობას უწევს დანაშაულთან ასოცირებულ ფაქტორებს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს მსჯავრდებულის რეაბილიტაციის პროცესში", - განაცხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლადო ჯავახიშვილმა, რომელიც პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან თათია ხოჭოლავასთან ერთად ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო.
თათია ხოჭოლავას ინფორმაციით კი, მნიშვნელოვანი სატრენინგო კურსი მიმდინარეობს, ასევე, N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში.
"N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ტარდება სასიცოცხლო უნარების განვითარების ტრენინგი. სასიცოცხლო უნარების კურიკულუმი მოიცავს 62-საათიან სატრენინგო მოდულს. პროგრამა შედგება ექვსი ძირითადი თემისა და მათში შემავალი ქვეთემებისგან. პროგრამაში გამოყენებულია სწავლების მეთოდები: გონებრივი იერიში, როლური თამაში, მცირე ჯგუფებში მუშაობა, დისკუსია, ამბის ან მოთხრობის წარდგენა და განხილვა, ჯგუფის მიერ ამბის შედგენა, დაუმთავრებელი წინადადებები, ხელოვნებითი აქტივობები, მოდელირებითი სწავლება, სხვადასხვა თემატური აქტივობები, სავარჯიშოები და სხვა. პროექტში 10 მსჯავრდებული მონაწილეობს. მისი მიზანია მოზარდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის სხვადასხვა სასიცოცხლო უნარების განვითარების გზით, რაც მათ დაეხმარება საკუთარი შესაძლებლობების შეფასებასა და არსებული რესურსების რაციონალურად გამოყენებაში, საკუთარი როლის და მნიშვნელობის განსაზღვრასა და პროფესიის შერჩევაში, მომავლის დაგეგმვასა და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში. პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება", -განაცხადა თათია ხოჭოლავამ.
მისივე თქმით, სატრენინგო კურსის დასრულების შემდეგ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები შეძლებენ ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა - კრიტიკული აზროვნება, ეფექტური კომუნიკაცია, ემოციების მართვა, ინტერპერსონალური ურთიერთობები, სოციალური პასუხისმგებლობა და სხვა. პროგრამა ხელს შეუწყობს მოზარდის მინიმალური ინფორმირებულობის გაზრდას და სხვადასხვა ყოფითი უნარების განვითარებას. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ტრენინგები პენიტენციურ დაწესებულებებში ბენეფიციარების საჭიროებების გათვალისწინებით პერმანენტულად ჩატარდება და უფრო მეტ მსჯავრდებულს შეეძლება სხვადასხვა შინაარსის ტრენინგში მონაწილეობის მიღება.
შეგახსენებთ, რომ ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე ღია კონკურსის გზით გასული წლის დეკემბრის შემდეგ 107 ესკორტის ოფიცერი დაინიშნა (52 ოფიცერი მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, ორ ეტაპად, 52 ოფიცერი - 13 მაისს, 3 ოფიცერი-18 ივნისს). გარდა ამისა, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოში 24 მაისს 27 ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსის ფარგლებში 14 ივნისს დასრულდა საბუთების მიღება და ამჟამად კანდიდატების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.
ამასთან, მიმდინარე წლის 3 მაისს ღია კონკურსი გამოცხადდა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს შტაბის (სამმართველო) ტრანსპორტის განყოფილებაში არსებულ ვაკანსიებზე, თუმცა ვინაიდან კონკურსის გზით ვერ მოხდა ვაკანსიების სრულად შევსება, ამ ეტაპზე კონკურსი დარჩენილ 10 ვაკანსიაზე გამოცხადდა.
www.hr.gov.ge