სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კვებითი მომსახურების ტენდერი 2019 წელს გამოცხადდა სამჯერ. 2019 წლის 22 მაისს გამოცხადებული SPA190002814 და 2019 წლის 30 აგვისტოს განმეორებით გამოცხადებული NAT190017277 ელ.ტენდერები დასრულდა უარყოფითი შედეგით, ვინაიდან მასში მონაწილე პრეტენდენტების (პირველ შემთხვევაში, შპს „ილი ჯგუფი“ და შპს „ელფი“, ხოლო მეორე შემთხვევაში - შპს „ილი ჯგუფი“)ტექნიკურმა დოკუმენტაციამ ვერ დააკმაყოფილა სატენდერო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები. მესამედ ტენდერი გამოცხადდა 2019 წლის 7 ოქტომბერს და ტენდერში გაიმარჯვა შპს „ილი ჯგუფმა“, ვინაიდან იგი სრულად აკმაყოფილებდა სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
რაც შეეხება ადვოკატის ბრალდებებს
ბრალდება N1 - ადვოკატი აცხადებს, რომ 2019 წლის 22 მაისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოცხადებული კვებითი მომსახურების ტენდერში (რომელიც უშედეგოდ დასრულდა) მონაწილე კომპანია „ილი ჯგუფს“ წარმოდგენილი ჰქონდა ყალბი ხელშეკრულება უკრაინიდან ერთ-ერთი პროდუქტის, კერძოდ, რძის პროდუქტის მოწოდებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის მიეწოდა სატენდერო კომისიას, თუმცა კომისიამ ამაზე არ იმსჯელა.
პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება მოხდება 21-22 ნოემბერს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.
333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტება, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), და 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პროექტში მონაწილე მსჯავრდებულებს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პირადად შეხვდა. მისი თქმით, მსჯავრდებულთა დასაქმება მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით მიმდინარე წლის გაზაფხულზე N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში ამოქმედდა პროექტი, რომლის ფარგლებში მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდნენ. პენიტენციური დაწესებულების ეზოში მსჯავრდებულებისთვის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი მოეწყო, სადაც მათ ბოსტნეული და ბაღჩეული მოყავთ. პროექტი საფრანგეთ -საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური ხელშეწყობით შემუშავდა და მისი მიზანია, დაწესებულებაში მყოფი სრულწლოვანი მსჯავრდებულების, მათ შორის, უვადო სრულწლოვანი პატიმრების დასაქმება. პროექტში 7, გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელის მქონე პირია ჩართული. აღებული მოსავლის რეალიზაციას, საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, პატიმრები ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში ახორციელებენ. გარდა ამისა, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილ პომიდორს, იისფერ ლობიოს და ჟოლოს კერძების დასამზადებლად კაფე "ლიტერა" ყიდულობს.
გურჯაანში გამართულ ყველისა და კულინარიის ფესტივალზე, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილი მოსავლის გარდა, ასევე წარმოდგენილი იყო როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით სხვადასხვა მწარმოებლების მიერ დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო, ნუგბარი და სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუქცია.
ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 2019 წლის 08 ოქტომბერს, ქ-ნი ნ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი, რომელსაც ბრალი მისი ადვოკატის თანდასწრებით წარედგინა, დანაშაულს აღიარებს.
იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას.
ორი დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ნივთი შეიძინოს. მოცემული ნივთების რეალიზაციიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულების ანგარიშებზე ირიცხება და მათი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
პროცესს ადგილზე გაეცნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პროირიტეტი არის მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია.
"მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს მსჯავრდებულთა როგორც დასაქმებას, ასევე იმას, რომ პატიმრებმა მათ მიერ გაწეული შრომის შედეგი მიიღონ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, წავახალისოთ პენიტენციურ სისტემაში განთავსებული თავისუფლებააღკვეთილი პირები იმისთვის, რომ უსაქმოდ კი არ ატარებდნენ მთელ დღეს, არამედ დასაქმდნენ, ისწავლონ და მაქსიმალურად გამოიყენონ მათთვის სასჯელის სახით განსაზღვრული დრო იმისთვის, რომ საკუთარ თავზე იმუშაონ, რაც მათ გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში დაეხმარება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
თბილისობის ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე 7 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების 283 ნივთია გამოფენილი. მათ შორის არის ნახატები, თექით, ტყავით შესრულებული ნამუშევრები, ხეზე ნაკვეთი ნივთები, სამკაულები და სხვა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში "პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის" მმართველი კომიტეტის მე-6 შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, ევროკავშირის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის გასული 6 თვის მიღწეული შედეგები EU-ს პროექტის ხელმძღვანელმა რანდელ ბაროუზიმ წარადგინა.
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასა.
"პროექტის დახმარებით იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობამ მიზნად დაისახა პენიტენციურ, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემებში ისეთი რეფორმის გატარება, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს სასჯელის აღსრულების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და მიმართული იქნება თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებებისა და ღირსების დაცვის, ასევე თანამშრომლებისა და ზოგადად, სისტემების ორგანიზაციული გაძლიერებისაკენ", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
პროექტის მმართველი კომიტეტის წევრებმა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზეც იმსჯელეს და პროექტის შემდგომი ექვსთვიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.
მინისტრი გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე 2019 წლის გაზაფხულიდან მოქმედ სასოფლო-სამეურნეო პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილი მოსავლის აღების პროცესს დაესწრო.