გამოფენა-გაყიდვა 28 და 29 დეკემბერს იმართება და მასზე 6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების 250-მდე ხელნაკეთი ნივთია წარმოდგენილი. მსჯავრდებულები სპეციალურად საახალწლო ბაზრობისთვის დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში საახალწლო და საშობაო თემატიკაზე ქმნიდნენ ნამუშევრებს, რომელთა დათვალიერება და ყიდვა ნებისმიერ მსურველს ადგილზე შეეძლება.
ღონისძიება ქალაქ რუსთავში, სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. მინისტრმა გარე დაცვის დანაყოფის თანამშრომლებს ახალი ტექნიკის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ გარე დაცვის სამმართველო იმუშავებს ახალი სტრატეგიით, რომლის ფარგლებში იგეგმება მობილური ჯგუფების შექმნა.
“მობილური ჯგუფები პენიტენციური დაწესებულებების გარე პერიმეტრს ბევრად უფრო ეფექტიანად გააკონტროლებენ, რადგან აქამდე გარე დაცვის სამსახურის თანამშრომლებს პენიტენციური დაწესებულებების გარე პერიმეტრის გასაკონტროლებლად უწევდათ ფეხით სიარული, ან უკეთეს შემთხვევაში, მორიგე მანქანით, თუმცა მანქანით დაწესებულებების მთლიანი გარე პერიმეტრის გაკონტროლება რთული ლანდშაფტური რელიეფის გამო ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდებოდა. კვადროციკლებით კი მოცემული ტერიტორიების სრულად შემოვლა და ეფექტური პატრულირება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ინფორმაციისთვის, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურის ფუნქციებია: პენიტენციური დაწესებულებების და სხვა ობიექტების დაცვისა და თავდაცვის განხორციელება. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევის აღკვეთა, ბუფერული ზონების კონტროლი, დასაცავ ობიექტებზე შემსვლელ და გამსვლელ პირთა კონტროლი, აკრძალული ნივთების შეტანის ან გამოტანის კონტროლი.
ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება კანონით განსაზღვრული წესით მოხდება 30 და 31 დეკემბერს, 09:00-დან 18:00 საათამდე.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ ყალბი, ე.წ. ფეიკ-ნიუსის გავრცელებისგან. აღსანიშნავია ისიც, რომ კადრებში მონაწილე ციხის თანამშრომლების - ბორის ფარულავა (იგივე ბასტი) და ლევან ფხალაძე (იგივე ბუბუ) მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (წამება) დადგა განაჩენი. აქვე განვმარტავთ, საქმის მასალების მიხედვით, ეს არის 2012 წელს მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დავალებით, ორგანიზებითა და ინსცენირებით გადაღებული კადრები. კერძოდ, 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში, საქართველოს იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისათვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც 2012 წლის 01 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ შესაძლოა გასაჯაროვებულიყო. ადეიშვილმა, იცოდა რა რომ ხსენებული ვიდეომასალის გამოქვეყნება იმოქმედებდა იმ დროს ხელისუფლებაში მყოფი ,,ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგოდ, გადაწყვიტა, შეემუშავებინა სცენარი/გეგმა, რომლის თანახმადაც, ციხეში პატიმართა წამება უნდა დაბრალებოდა პოლიტიკურ გაერთიანება ,,ქართული ოცნებას". სწორედ ამ სცენარის მიხედვით გადაღებული და გავრცელებული კადრები დაიდო დღეს სოციალურ ქსელში, როგორც "ციხის ახალი კადრები".
ღონისძიება N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა. როგორც მინისტრმა განმარტა, 2018 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან შერწყმის შემდეგ ჩატარდა უნიფორმების ინვენტარიზაცია. ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ პენიტენციურ სისტემას უნიფორმების მწვავე დეფიციტი ჰქონდა, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის2018 წლის 25 დეკემბრის ანგარიშიც ადასტურებს(N76/36 გამოქვეყნების თარიღი 01.02.2019).
მოცემული დეფიციტისა და მისგან გამოწვეული პრობლემების მოკლე დროში აღმოსაფხვრელად, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, მინისტრის2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებით "სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ" განისაზღვრა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების უნიფორმის მახასიათებლები.
ამასთან, 2018 წლის 22 ოქტომბერს გამოცხადდა ტენდერი ესკორტის ოფიცრების უნიფორმების შესაძენად. სატენდერო პირობებში ჩაიდო მოთხოვნა, რომ უნიფორმა უნდა ყოფილიყო ქარხნული წესით დამზადებული და უმაღლესი სტანდარტის, ასევე წყალგაუმტარი, ქარგაუმტარი, მაღალი ხარისხის გამძლე ქსოვილისგან დამზადებული და სხვ. ტენდერის შედეგად შეძენილი ახალი უნიფორმებით 2019 წლის პირველ ნახევარში ესკორტის ოფიცერთა კორპუსი სრულად აღიჭურვა.
დღეს კი ახალი უნიფორმები გადაეცათ პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე პირებს - ინსპექტორ-კონტროლიორებს, უსაფრთხოების ოფიცრებსა და სხვ. მათთვის 1800 კომპლექტი ფორმის შესაძენად ტენდერი 2019 წლის 24 აპრილს გამოცხადდა და ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, სატენდერო პირობებით განსაზღვრული იყო, რომ უნიფორმები უნდა ყოფილიყო მაღალი ხარისხის.
"როდესაც 2018 წელს პენიტენციური სისტემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადმოვიდა, სისტემაში უნიფორმების მწვავე დეფიციტი იყო. დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ - ჩვენ შევძელით, რომ ერთ წელიწადში მთელი პენიტენციური სისტემა ახალი უნიფორმებით მთლიანად ყოფილიყო უზრუნველყოფილი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
სტუმრებმა მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერეს და მათ მიერ მოწყობილ მუსიკალურ საღამოს დაესწრნენ. წარმოდგენაში მონაწილეობა თეატრალურის კვარტეტმაც მიიღო.
2019 წელს ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოსთვის პირველად იქნა შეძენილი სპეციალიზებული, ქარხნული წესით დამზადებული, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით და პროფესიონალური საავტომობილო ციფრული რადიოსადგურით აღჭურვილი ესკორტირების ავტომანქანები. პირველ ეტაპზე ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოს მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში 29 ავტომანქანა გადაეცა, მათ შორის ერთი შშმ პირებისთვის ადაპტირებული. დღეს კი მთავარ სამმართველოს ესკორტირების 15 და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 2 ავტომანქანა გადაეცა.