laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება მთავარ არხზე გასულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით



კერძოდ, სიუჟეტში ითქვა, თითქოს ბრალდებული მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში იყო ჩართული, თუმცა მას არ მიეწოდებოდა მისი საჭიროების შესაბამისი პრეპარატის დოზა, რამაც შესაძლოა მას სუიციდალური აზრები გაუმწვავა. ამასთან, სიუჟეტში გამოთქმული იყო პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თითქოს პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულის ადვოკატს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დაუმალა.

პირველ ბრალდებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულ დ.ჭ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე გაეწია მორიგე ექიმის კონსულტაცია. ბრალდებულის მიერ ექიმისთვის მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მას შეეთავაზა ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში გადამისამართება, რაზეც ბრალდებულმა უარი განაცხადა და შესაბამის დოკუმენტსაც მოაწერა ხელი. არც თავისუფლების პირობებში იყო დ.ჭ. მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართული. შესაბამისად, არც თავისუფლების პირობებში და არც პენიტენციურ დაწესებულებაში მას მეტადონი არ მიეწოდებოდა. ამიტომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია, ბრალდებულისთვის მიწოდებული დოზის ნაკლებობაზე მსჯელობა კი საფუძველს მოკლებულია.

რაც შეეხება N8 პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ ადვოკატისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის მიუწოდებლობას, ადვოკატმა მოცემული მოთხოვნით პენიტენციური დაწესებულების მთავარ ექიმს მიმართა მიმდინარე წლის 14 ივლისს (ბრალდებულის გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ), რაზეც მას განემარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარეში, კერძოდ კი გარდაცვლილი ბრალდებულის ოჯახის წევრის წერილობითი თანხმობის გარეშე, სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემა ვერ მოხდებოდა. მეორე დღესვე, მიმდინარე წლის 15 ივლისს, გარდაცვლილის ნათესავმა მთავარ ექიმს მიმართა სამედიცინო დოკუმენტაციის მოთხოვნით, რასაც თან დაურთო გარდაცვლილი პირის დედის მიერ გაცემული მინდობილობა, რის შემდეგაც მას იმავე დღეს გადაეცა სრული სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ინფორმაცია უნდა გაცემულიყო ადვოკატზე ოჯახის თანხმობის გარეშე არ შეესაბამება კანონით დადგენილ წესებს, ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ინფორმაცია არ გაცემულა არის ყალბი.

imageVideo
პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს COVID 19-ზე ტესტირება სისტემატურად უტარდებათ



კოვიდ19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 30 მაისიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლების პირველმა ნაკადმა დატოვა პენიტენციური დაწესებულებები, 2-კვირიანი ინტერვალით სისტემატურად ტარდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ტესტირება. კერძოდ, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში განთავსებამდე გადიან ტესტირებას. ორ კვირაში ერთხელ უტარდება ტესტირება ვირუსზე პენიტენციური სისტემის ყველა იმ თანამშრომელს, რომლის სამუშაო ადგილი არის პენიტენციური დაწესებულება, თუმცა პატიმრებთან უშუალო შეხება არ აქვს (პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია, საზოგადოებრივი მისაღები, სასადილო და ა.შ.). ასევე ორ კვირაში ერთხელ გადიან ტესტირებას ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს და გარე დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ხოლო პენიტენციური სისტემის მედპერსონალი ვირუსზე ტესტებს კვირაში ერთხელ აბარებს.

7 ივლისს COVID 19-ზე ტესტირება ჩაუტარდებათ N15 და N19 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს.

ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დღეის მდგომარეობით ვირუსის არც ერთი არც საეჭვო და არც დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან მსჯავრდებულ დავით ჭაკუას გადმოყვანა განახორციელეს



დავით ჭაკუას 2013 წლის 8 იანვრის დადგენილებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით); 25,144 მე-3 პრიმა  მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, "ბ“, „დ“, „ე“ ,„ზ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (პატიმართა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მიზნით წაქეზება, რაც გამოიხატა პატიმართა დამცირებაში, იძულებაში, მათ არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად დაკავებულის მიმართ და შეკვეთით); 25,145-ე მუხლით (დანაშაულთა პროვოკაციის მიზნით წაქეზება); 369-ე 1 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით წაქეზება); 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მოწმეზე ზემოქმედების განხორციელება, რაც გამოიხატა მოწმის იძულებაში ცრუ ჩვენების მისაცემად, რასაც ერთვის მისთვის და მისი ახლო ნათესავისთვის ძალადობა და სხვა მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დავით ჭაკუა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 მე-3 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ,„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
დავით ჭაკუას მიმართ 2013 წლის 27 თებერვლიდან გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით ჭაკუას ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარის მიერ სრულად დაკმაყოფილდა 2020 წლის 17 ივნისს.
საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და გენერალური პროკურატურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მიუხედავად კოვიდ19-ის ვირუსით განპირობებული გამოწვევებისა, შესაძლებელი გახდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მსჯავრდებულის ბერლინიდან საქართველოში ესკორტირების მიზნით.
მსჯავრდებული თავდაპირველად მოთავსებული იქნება პენიტენციური სისტემის სპეციალურ სამედიცინო საკარანტინო სივრცეში. 21-დღიანი საკარანტინე პერიოდის შემდეგ, ის გადაყვანილი იქნება იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც მოიხდის სასჯელს.

imageVideo
ევროკავშირის მიერ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეფასდა



ევროკავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მიერ მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრის მიმართულებით.

ევროკავშირი ასევე მიესალმა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემებში მიმდინარე რეფორმებს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კოვიდ19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებულ წარმატებულ ღონისძიებებს.

ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ დიალოგში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის სამმართველოს უფროსი, რიჩარდ თიბელსი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან დიალოგში მონაწილეობდნენ საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი; საერთაშირისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი თამუნა როსტიაშვილი.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დიალოგის შემდეგი რაუნდი 2021 წელს თბილისში გაიმართება.

humanIcon
hotLineIcon