ტელეკომპანიამ ინფორმაცია ადვოკატ გაიოზ ჩარკვიანზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით რამდენიმე თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე.
დღეის მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში კოვიდ-19-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ორ კვირაში ერთხელ Pჩღ ტესტირებას გადის, რაც სხვა პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად სისტემის კოვიდ ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ამასთან, სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
ვაკანსია ცხადდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის ერთ კანდიდატურაზე - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან;სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს, აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს წევრის ორ-ორ კანდიდატურაზე, რომელთაგან ერთს დაიკავებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ხოლო ერთს - ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი.
მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს:
1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას;
2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების განხრით მუშაობის გამოცდილება, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება იმ პედაგოგს, რომელსაც მუშაობის გამოცდილება აქვს კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთმანეთში კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგად, ვაკანსიის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საკოორდინაციო საბჭოში უნდა წარადგინონ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის კანდიდატურა. იმ შემთხვევაში თუ კონსულტაციების შედეგად შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება ენიჭება კანდიდატურა დამოუკიდებლად წარადგინოს. 5 სამუშაო დღე ეძლევა კანდიდატურის წარსადგენად უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებსაც.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენასთან დაკავშირებულ წერილობით მიმართვას თან უნდა ერთვოდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ორგანიზაციის წესდება/დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის კანდიდატურის წარმოდგენის შემთხვევაში, წერილობით მიმართვას თან უნდა დაერთოს დაწესებულების რეგისტრაციისა და შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ წერილობითი ფორმით 2020 წლის 16 სექტემბრის 18:00 საათამდე, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე: info.sps@sps.gov.ge)
პირველ რიგში ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნამდვილად არ არის პენიტენციური სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერები, ვინაიდან პენიტენციური სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში არ ახორციელებს აუდიომიყურადებას. სამსახური მხოლოდ ვიზუალურ მეთვალყურეობას ახორციელებს, თუმცა მხოლოდ ზოგ და არა ყველა საკანში და ეს ხდება პატიმრობის კოდექსის საფუძველზე და, შესაბამისად, კანონიერად. ამიტომაც, ირიბი მინიშნება იმაზე, თითქოს პენიტენციური დაწესებულებიდან ტელევიზიამ მოიპოვა უკანონოდ დამზადებული ჩანაწერები, ტელევიზიის მიერ საკუთარი თავის წარმოჩენის წარუმატებელი მცდელობაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კადრები, რაც გასაჯაროვდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გახსნის მიზნით კონკრეტულ საკნებში კანონიერად დამზადებული ჩანაწერებია, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს გენერალური პროკურატურა გააკეთებს შესაბამის განცხადებას.
კონფერენცია გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და ევროკავშირის დანაშაულის პრევენციის, პრობაციის და პენიტენციური სისტემების მხარდაჭერის პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა რანდელ ბაროუზმა. კონფერენციის მონაწილეებმა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემებში ევროკავშირისა და ქართული მხარის ერთობლივი ძალისხმევითა და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული ღონისძიებების შედეგებზე ისაუბრეს. მისასალმებელ სიტყვაში იუსტიციის მინისტრმა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების თანმიმდევრული განვითარების პროცესში ევროკავშირის დელეგაციასა და პროექტთან ნაყოფიერ, შედეგზე ორიენტირებულ და კონსტრუქციული თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენთვის, ღირებულია ის ხელშესახები სისტემური შედეგები, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში მივაღწიეთ. იმედი მაქვს, რომ უკვე არსებულ შედეგებზე დაფუძნებული სამომავლო თანამშრომლობა შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ მიუხედავად არაერთი თემატური მიმართულების ფარგლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა, პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემები მეტი საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე, თანამედროვე, თავისუფლებააღკვეთილ პირთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ორიენტირებული მიდგომების/მეთოდოლოგიების დანერგვასა და შესაბამის ტექნიკურ მხარდაჭერას საჭიროებს. კონფერენციას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საერთო სასამართლოების და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. ასევე, სახალხო დამცველის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები.
გარდა ამისა, დაინერგება თანამედროვე სამეცნიერო-საგანმანათლებლო მეთოდური სიახლეების სისტემაში და სისტემის სპეფიციური მახასიათებლების შესახებ საგანმანათლებლო სივრცეში ინფორმაციის გაცვლის პრაქტკა; ერთობლივად განხორციელდება პროფესიული საქმიანობისა და სამედიცინო განათლების სფეროში სხვადასხვა სახის პრაქტიკული პროექტები.
შესაბამისად, მხარეებმა ვალდებულება აიღეს, თანამშრომლობით ხელი შეუწყონ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის აკადემიურ და უწყვეტ პროფესიულ განათლებას; სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო საქმიანობისა და სერვისების სპეციფიკურ ასპექტებში სტუდენტთა ცოდნასა და პროფესიონალიზმში თვალსაწიერის გაფართოებას; კურსდამთავრებულთა მომავალი კარიერული არჩევანის შესაძლებლობათა გაზრდას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის პროფესიული გადამზადება უწყვეტი პროფესიული განათლების (უპგ) მიმართულებით;
კერძოდ, განისაზღვრება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის საჭიროებები უწყვეტ პროფესიულ განათლებაში, რის საფუძველზეც შემუშავდება შესაბამისი სასწავლო კურსები სამედიცინო პერსონალის გადასამზადებლად; ასევე, მოხდება სამსახურის სამედიცინო პერსონალის ხელშეწყობა (უპგ) ინფორმაციის მიწოდებით;
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სხვა ურთიერთსასარგებლო აკადემიური თანამშრომლობაც, მაგ: საკომუნიკაციო-სასწავლო პლატფორმების შექმნა/გამოყენება; უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენციები, სხვა სასწავლო-კვლევითი ფორმატები.
რაც შეეხება უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამების მიმართულებებს, დაგეგმილია არსებული კურსების ("საზოგადოებრივი ჯანდაცვა, პრევენციული მედიცინის" ბლოკის კურსები და სასწავლო ფორმატები, "ექიმ პაციენტის კომუნიკაცია") რევიზირება პენიტენციური დაწესებულების მომსახურების თავისებურებათა გათვალისწინებით; ასევე მოხდება დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებისათვის სპეციალური ელექტივების შემუშავება.
გარდა ამისა, მოხდება სპეციალური პენიტენციური სისტემის სამედიცინო და სხვა პერსონალის მომზადება კურსების, სასწავლო ქეისების შემუშავებასა და რევიზირებაში ჩართვის, კურსების მიწოდების და შეფასების საკითხებში (უპგ სამედიცინო განათლებაში).
მემორანდუმი 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და ძალაშია 2026 წლის 31 დეკემბრამდე, ვადის გასვლის შემდეგ კი მხარეების სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი ავტომატურად გაგრძელება.