laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
N17 პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტული ფესტივალი გაიმართა


მსჯავრდებულთა შორის ტურნირს №17 დაწესებულებამ უმასპინძლა, სადაც შეჯიბრება სპორტის 3 სახეობაში – მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკსა და ფეხბურთში – ჩატარდა.

სპორტულ ფესტივალში გამარჯვებულები მედლებით და თასებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა და მას ამ უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსჯავრდებულთა სპორტულ ღონისძიებებში ჩართვა და მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია. ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება და სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება პენიტენციურ დაწესებულებებში ინტენსიურად მიმდინარეობს.

imageVideo
ქალ პატიმრებს კიბოს სკრინინგი ჩაუტარდათ



გამოკვლევები 5 დაწესებულების 75, მათ შორის, 16 უცხოელ მსჯავრდებულს ჩაუტარდა, რომლებზეც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა არ ვრცელდება. ყველა მათგანისთვის გამოკვლევების ჩატარება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყო.

პრევენციული გამოკვლევები პენიტენციური სისტემის სამედიცინო დეპარტამენტისა და ეროვნული სკრინინგცენტრის ერთობლივი ძალისხმევით წლებია, უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება.

სკრინინგის მიზანია, აღმოაჩინოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის თითოეული პატიმრის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია. ამ მიზნით
პრევენციული სამედიცინო გამოკვლევები ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მომავალშიც გაგრძელდება.

imageVideo
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.



ჯეიმს მაკმანუსმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტშიც გამართა საჯარო ლექცია, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სტუდენტებიც ესწრებოდნენ.

პროექტი "ციხის ცხოვრებასთან ადაპტაციის პროგრამა" იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. პროექტის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში ციხეთა სისტემაში ბრალდებულთა ადაპტაციის მიზნით სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება და პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა გადამზადება იგეგმება.

იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა.

imageVideo
მსჯავრდებულებმა ევროკავშირთან ინტეგრაციის თემაზე ტრენინგი გაიარეს


შეხვედრის ფარგლებში მათ ინფორმაცია მიიღეს ყველა იმ ძირითად საკითხზე, რასაც საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესი მოიცავს. არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე განიხილეს ის პერსპექტივებიც, რომელთაც ევროკავშირი სხვა ქვეყნებს მასთან დაახლოების შემთხვევაში სთავაზობს, მათ შორის, სხვადასხვა სასწავლო პროგრამის მიმართულებით.

ტრენინგი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივით სსიპ "საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის" მიერ ჩატარდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს იმ აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს შეუწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში მათ დაწესებულების დატოვების შემდეგ სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელებაში დაეხმარება.

imageVideo
მსჯავრდებულებმა გადამდები დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სერვისებში ჩართვის მიმართულებით ცოდნა გაიღრმავეს



მსჯავრდებულებს პროექტის ფარგლებში „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წარმომადგენლებმა ზედოზირების თავიდან აცილებისა და ჯანმრთელობის დაცვის სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც მიაწოდეს ინფორმაცია და შესაბამისი საინფორმაციო მასალაც გადასცეს.

საინფორმაციო შეხვედრები გადამდგებ დაავადებებთან დაკავშირებით (B და C ჰეპატიტები, აივ/შიდსი, ტუბერკულოზი, სიფილისი) გაიმართა №5, №12, №16 დაწესებულებების მსჯავრდებულებთანაც.

იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა.


 

humanIcon
hotLineIcon