laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
პენიტენციური სამსახურის სოციალური მუშაობის სპეციფიკასა და თანამშრომელთათვის არსებულ ბენეფიტებს სტუდენტები გაეცნენ



სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ მხარდამჭერ პროგრამებზე, პროექტებსა და აქტივობებზე, რომლებიც პატიმართა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას ისახავს მიზნად და ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში უწყვეტად მიმდინარეობს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები დაინტერესდნენ, როგორ ხდება მსჯავრდებულების რისკის შეფასება და პატიმართა ინტერესებზე მორგებული პროგრამების დანერგვა-განხორციელება.

პენიტენციური სამსახური სტუდენტებს სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას აძლევს, რაც, თავისთავად, სისტემაში ადამიანური რესურსის მოზიდვასა და სოციალური მუშაობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კვლავ ინტენსიურად გააგრძელებს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან კომუნიკაციას პენიტენციური სისტემის პროფესიათა პოპულარიზაციისა და მათთვის დასაქმების შესაძლებლობის მიცემის მიზნით.

imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს შორის შიდა საფეხბურთო ტურნირი გაიმართა


 

წელს მინი-ფეხბურთის ტურნირში სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებულმა 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.


ფინალურ მატჩში ერთმანეთს №8 და №17 პენიტენციური დაწესებულებების გუნდები დაუპირისპირდნენ. ფინალური შეხვედრა გლდანის №8 დაწესებულების გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მეორე საპრიზო ადგილი – №17 დაწესებულების გუნდმა, ხოლო მესამე №1 (ლაითურის) პენიტენციური დაწესებულების წვევამდელებმა მოიპოვეს. საუკეთესო მოთამაშის ტიტული კი №8 დაწესებულების გუნდის წევრმა მიიღო.


გამარჯვებული გუნდები სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა თასით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოეს.


საფეხბურთო ტურნირი სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.


სპეციალური პენიტენციური სამსახური სპორტისა და ფიზიკური აქტივობის მხარდაჭერასა და წახალისებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით მსჯავრდებულებისთვის მწერალ გიორგი კეკელიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა


გიორგი კეკელიძე უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირებს ლიტერატურის სხვადასხვა საკითხზე ესაუბრა, საავტორო წიგნები გააცნო და ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფაქტებიც გაუზიარა.

ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა დაწესებულების ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნებიც გადასცა.
შეხვედრა, რომლის მიზანი პატიმართა საზოგადოებაში რეინტეგრაცია და სხვადასხვა საკითხზე ცოდნის გაღრმავება იყო, №8 დაწესებულების ერთ-ერთი უვადო მსჯავრდებულის ინიციატივით და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით შედგა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის, მით უფრო უვადო პატიმრების, გარესამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი პროექტი თუ აქტივობა სისტემატურად ხორციელდება.

imageVideo
პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულთა ადაპტაციის გასამარტივებლად სახელმძღვანელო პრინციპები შემუშავდა



სახელმძღვანელო პრინციპები მოიცავს ისეთ ძირითად საკითხებს, როგორიცაა: პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა სათანადო პირობების შექმნა; განმავითარებელი აქტივობების, ფსიქოსოციალური, მხარდამჭერი, მათ შორის, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა. სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებაში მონაწილეობდა გაერთიანებული სამეფოს სასამართლოების ექსპერტი ჯეიმს მაკმანუსი, რომელიც წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (ჩPთ) ყოფილი წევრიცაა.


პროექტი "ციხის ცხოვრებასთან ადაპტაციის პროგრამა" იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. პროექტის ფარგლებში ახალშესახლებულ ბრალდებულთა სტრესის შესამცირებლად მიმღები დაწესებულებების თანამშრომლებიც გადამზადდნენ, რომელთაც პირდაპირი კონტაქტი აქვთ ახალდაკავებულ პატიმრებთან.


იუსტიციის სასწავლო ცენტრში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის სამუშაოს ეფექტიანად წარმართვის მიზნით ტრენინგი პროექტის ქართველმა მკვლევარმა და ტრენერმა გივი მიქანაძემ ჩაატარა და მონაწილეებს სერტიფიკატებიც გადასცა.


იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა.




imageVideo
№16 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკა აუდიოწიგნებით განახლდა


 


 

№16 პენიტენციური დაწესებულებაში სტუმრობისას პროექტ "რადიოკინოს" წარმომადგენლებმა ბიბლიოთეკას საავტორო წიგნები და აუდიოწიგნები "ცისფერყანწელების თბილისური ბოჰემა" საჩუქრად გადასცეს და მსჯავრდებულებს აუდიოწიგნის მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.


აუდიოწიგნების ფონდი განახლდა №12 დაწესებულების ბიბლიოთეკაშიც.


 

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ფარგლებში გააგრძელებს დაწესებულებების ბიბლიოთეკების განახლებას და მსჯავრდებულთა სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავების მხარდაჭერას.

imageVideo
№11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში საერთაშორისო ფესტივალებზე გამარჯვებული ახალი ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართა



სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს კინოაკადემიის ინიციატივით, მსჯავრდებულებმა აღდგენილი "წუნა და წრუწუნა" და ახალი ანიმაციური ფილმები – "მეთევზე და გოგონა", "ზოლემია", "ფრანი" და "ჯინო" იხილეს.

ჩვენების დასრულების შემდეგ სტუმრებსა და მსჯავრდებულებს შორის შეხვედრა დისკუსიით გაგრძელდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთა განათლების, მათი სოციალური უნარების გაუმჯობესებისა და გარესამყაროსთან კონტაქტის ხელშეწყობა პრიორიტეტულია.

სამსახური მსჯავრდებულთა სხვადასხვა საკითხებში ცოდნის გაღრმავების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს, რაც მათ დაწესებულების დატოვების შემდეგ საზოგადოებაში ეფექტიან ინტეგრაციაში დაეხმარება.

imageVideo
პენიტენციურმა სამსახურმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა



საჩუქრები მიიღეს №5 (ქალთა) დაწესებულებაში მყოფმა არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა და ამავე დაწესებულებაში არსებულ დედათა და ბავშვთა სახლში მყოფმა 3 წლის პატარამ.

№8, №11 და №2 დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვნებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი და ტკბილეული გადაეცა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ზრუნვა და მათთვის პოზიტიური გარემოს შექმნა შექმნა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სამსახური მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მხარდაჭერასა და საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციაზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.

humanIcon
hotLineIcon