laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
imageVideo
მსჯავრდებულებმა ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდა ჩააბარეს


საგამოცდო პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსჯავრდებულები ფრანგული ენის საერთაშორისო დიპლომს მიიღებენ, რაც მათ სამომავლოდ დასაქმებაში დაეხმარება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, მსჯავრდებულები დაწესებულების ტერიტორიაზე ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდას მეორე წელია, წარმატებით აბარებენ.

გამოცდა საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.

პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში კვლავ გააგრძელებს სხვადასხვა აქტივობისა თუ პროექტის მხარდაჭერას, რომლებიც მათ დაეხმარება სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში, დაწესებულების დატოვების შემდეგ კი –საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციაში.

პატიმართა ესკორტირებისა და თანამშრომელთა მეტი უსაფრთხოებისთვის ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრი გაიხსნა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმართა ესკორტირების კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაატარა რეფორმა, რომლის შედეგადაც დღეს ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრი გაიხსნა.

ახლადგახსნილი ცენტრის ფუნქციონირებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადგილზე გაეცნენ.

ცენტრი აღჭურვილია რადიოსიხშირისა და GPS ნავიგაციის უახლესი და თანამედროვე ტექნიკით, რაც საშუალებას იძლევა ოპერატიულად, ეფექტიანად და უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით განხორციელდეს, როგორც მსჯავრდებულთა გადაადგილება, ისე ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს თანამშრომელთა მუშაობაც.

 ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრში დასაქმებული თანამშრომლებისთვის პენიტენციურმა სამსახურმა კომფორტული სამუშაო გარემო უზრუნველყო და თანამშრომელთათვის მოსასვენებელი სივრცეც გამოყო, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით და ინვენტარით.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია როგორც პატიმართა პირობების გაუმჯობესება, ისე თანამშრომელთა ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა. ამ მიზნით, სამსახური არაერთ რეფორმასა თუ პროექტს ახორციელებს, რომლებიც სამსახურის საქმიანობას კიდევ უფრო აუმჯობესებს.

imageVideo
პატიმართა ესკორტირებისა და თანამშრომელთა მეტი უსაფრთხოებისთვის ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრი გაიხსნა


ახლადგახსნილი ცენტრის ფუნქციონირებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადგილზე გაეცნენ.

ცენტრი აღჭურვილია რადიოსიხშირისა და GPშ ნავიგაციის უახლესი და თანამედროვე ტექნიკით, რაც საშუალებას იძლევა ოპერატიულად, ეფექტიანად და უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით განხორციელდეს, როგორც მსჯავრდებულთა გადაადგილება, ისე ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს თანამშრომელთა მუშაობაც.

ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრში დასაქმებული თანამშრომლებისთვის პენიტენციურმა სამსახურმა კომფორტული სამუშაო გარემო უზრუნველყო და თანამშრომელთათვის მოსასვენებელი სივრცეც გამოყო, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით და ინვენტარით.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია როგორც პატიმართა პირობების გაუმჯობესება, ისე თანამშრომელთა ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა. ამ მიზნით, სამსახური არაერთ რეფორმასა თუ პროექტს ახორციელებს, რომლებიც სამსახურის საქმიანობას კიდევ უფრო აუმჯობესებს.

imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით საგამოფენო სივრცეში მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო


 

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი 300-ზე მეტი ხეზე ნაკვეთი ნამუშევარი: ხატები, ჯვრები და აქსესუარები.


ღონისძიებას სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საპატრიარქოს, სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები დაესწრნენ.


მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში ხეზე კვეთის სახელოსნოები წლების განმავლობაში უწყვეტად ფუნქციონირებს, სადაც მსჯავრდებულები პროფესიონალ პედაგოგთან ერთად მუშაობენ, ეუფლებიან პროფესიას, რაც მათ არა მხოლოდ თავისუფალი დროის პროდუქტიულად გატარების, არამედ გათავისუფლების შემდგომ დასაქმების შესაძლებლობასაც აძლევს.

imageVideo
პირველი ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და გერმანიის პენიტენციური სტრუქტურების წარმომადგენლებმა ერთმანეთს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს



ფორუმზე იმსჯელეს "ციფრული უნივერსიტეტის" ინოვაციურ პროექტზე, რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქტიული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.

ამასთან, მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე შეისწავლონ სხვადასხვა პროფესია. პენიტენციურ დაწესებულებებში მათთვის მოქმედებს დასაქმების სხვადასხვა პროგრამა, რომელთა საშუალებითაც ისინი იღებენ ანაზღაურებას. შექმნილი პროდუქციის რეალიზებაში მათ მაღაზია "რე-მარკეტი" ეხმარებათ; გამოცდილების შედეგად კი, გათავისუფლების შემდგომ მათი დასაქმებისა და ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობები იზრდება.

პირველი ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმის იდეა გასული წლის სექტემბერში გერმანიის და საქართველოს იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას გაჩნდა.

ფორუმში გერმანიის დელეგაციას ხელმძღვანელობს იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანჟელიკა შლუნკი. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროკავშირის სააგენტოს "ევროჯასტის" ვიცე-პრეზიდენტი ბოშტიან შკრლეცი; საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

სამართლებრივი ფორუმი სახელწოდებით "საუკეთესო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე" ორდღიანია და 6 ივლისს დასრულდება.

imageVideo
ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 21 მსჯავრდებული აბარებს



წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში 21 პატიმარი მონაწილეობს, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი.


პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით პატიმართათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი "ციფრული უნივერსიტეტი" მოქმედებს, რომელიც უფრო ხელმისაწვდომს ხდის საუნივერსიტეტო განათლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აკადემიური სწავლების ხარისხს.

პენიტენციური სამსახური მხარს უჭერს და მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში, მსჯავრდებულთა განათლებასა და სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე ზრუნვას.


imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით ქალთა დაწესებულებაში თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა



ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით ჩატარდა.

წარმოდგენას დაწესებულების თანამშრომლები და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს იმ აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც მსჯავრდებულებს გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებასა და რეინტეგრაციაში დაეხმარება.

humanIcon
hotLineIcon