მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს ფრანგულ ენას, ასევე, ერთ-ერთი მსჯავრდებული ასწავლის.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია იმ პროგრამებისა და პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს მსჯავრდებულთა შესაძლებლობის რეალიზებას, დასაქმებას, ახალი პროფესიის შეძენასა და ცოდნის გაღრმავებას, რაც მომავალში მათ თვითრეალიზებაში დაეხმარება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით აქტიურ მუშაობას.
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულების მხარდაჭერას ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების მიზნით მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და გარესამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნების მიზნით არაერთ მხარდამჭერ პროგრამას თუ აქტივობას ახორციელებს. პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულები ეუფლებიან ახალ პროფესიას; გადიან სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგკურსს, რაც მათ დაწესებულების დატოვების შემდეგ საზოგადოებაში ეფექტიან რეინტეგრაციასა და საკუთარი ფინანსური შემოსავლის უზრუნველყოფაში ეხმარებათ.
ქალ მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების ღია სივრცეში მოწყობილ გამოფენას სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერითა და მერიის ხელშეწყობით ამჯერად რუსთავმა უმასპინძლა.
იუსტიციის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ყველა ის ინიციატივა, რომელთა მიზანი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და განმეორებითი დანაშაულის შემცირებაა. მსგავსი გამოფენები და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან რესოციალიზაციისკენ მიმართული რეფორმები მსჯავრდებულების გათავისუფლების შემდგომ ხელს უწყობს საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესს, ზრდის თვითრეალიზებისა და თვითდამკვიდრების შესაძლებლობებს.
გამოფენის მეშვეობით თვალსაჩინო გახდა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებულების ყოველდღიურობა, სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართულობის შედეგები და ცვლილებებისთვის მზაობა. ეს ხელს უწყობს სტიგმის დაძლევას, საზოგადოებასა და მუნიციპალური სერვისების წარმომადგენლებთან ბარიერების შემცირებას. შედეგად, ყოფილი პატიმრისთვის იზრდება თვითრეალიზებისა და თვითდამკვიდრების უზრუნველმყოფი პირობები.
გამოფენას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გიორგაძე, ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ეს გამოფენა სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სტიგმის შემცირებას, წარმატებულ რესოციალიზაციას და დანაშაულის პრევენციას.
ახალ სპორტულ სივრცეში ესკორტის ოფიცრები, მათი რთული სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, თავისუფალ დროს უფრო ნაყოფიერად გატარებენ და სხვადასხვა ფიზიკური აქტივობებით დაკავდებიან.
პენიტენციური სამსახური თანამშრომლებს სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად მუდმივად სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ ბენეფიტებს. სამსახურის მხარდაჭერით პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებულთათვის უკვე მოქმედებს სასადილო სივრცეები და სამზარეულოები; 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით მომუშავენი უზრუნველყოფილი არიან უფასო ერთჯერადი კვებით, ხოლო სამსახურის მორიგე თანამშრომლები, რომელთაც 24-საათიან სამორიგეო ცვლაში უწევთ მუშაობა – სამჯერადი კვებით.
პენიტენციური სამსახური თანამშრომლებზე ზრუნვას და მათ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
სპორტის ფესტივალები იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში სისტემატურად ტარდება; იზრდება მსჯავრდებულთა ჩართულობაც, რაც მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს და დაწესებულებაში თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარების შესაძლებლობას აძლევს.
პენიტენციური სამსახურისთვის სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში სრულად განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურა; დაინერგა სხვადასხვა სპორტული პროგრამა, ტრენინგკურსები, რომლებიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ ტრენერებად, ფიტნესინსტრუქტორებად, რაც მათ დაწესებულების დატოვების შემდეგ დასაქმებასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, მსჯავრდებულები დაწესებულების ტერიტორიაზე ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდას მეორე წელია, წარმატებით აბარებენ.
გამოცდა საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში კვლავ გააგრძელებს სხვადასხვა აქტივობისა თუ პროექტის მხარდაჭერას, რომლებიც მათ დაეხმარება სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში, დაწესებულების დატოვების შემდეგ კი –საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, მსჯავრდებულები დაწესებულების ტერიტორიაზე ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდას მეორე წელია, წარმატებით აბარებენ.
გამოცდა საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში კვლავ გააგრძელებს სხვადასხვა აქტივობისა თუ პროექტის მხარდაჭერას, რომლებიც მათ დაეხმარება სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში, დაწესებულების დატოვების შემდეგ კი –საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციაში.