დღეს, 19 მარტს, სოციალური მუშაობის საერთაშორისო დღეა.
პენიტენციურ სისტემაში სოციალური მუშაკის როლი უმნიშვნელოვანესია.
სოციალური მუშაკი კოორდინირებას უწევს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესს, ბენეფიციარს აწვდის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მიზნობრივ აქტივობებს, რაც ხელს უწყობს მათი ქცევის პოზიტიურ ცვლილებას, მოტივაციის გაზრდას და ემოციების რეგულაციას.
პენიტენციურ სისტემაში სოციალური მუშაკის მთავარი დანიშნულება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებით მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა და ახალი დანაშაულის პრევენციაა.
პენიტენციური სამსახური ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოების დაცვაზე განმეორებითი დანაშაულის პრევენციის გზით. ჩვენი მისიაა პატიმრობის აღსრულება უსაფრთხო, დაცულ და ჰუმანურ გარემოში. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 3700-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. თითოეულ მათგანს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში.
ჩვენ მათ ვთავაზობთ ყოველწლიურად გაუმჯობესებულ შრომით პირობებს:
მზარდ ხელფასს;
წოდებრივ სარგოს;
წელთა ნამსახურობის დანამატს;
კვებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
მუდმივად განახლებად სოციალურ ბენეფიტებს;
და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია –ადამიანსა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ გარემოს.
თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მიზნით სამსახური ყოველწლიურად გეგმავს და ახორციელებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, რაც ხელს უწყობს არა მარტო თანამშრომლების საქმიანობის ეფექტიანობის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზრდას, არამედ განავითარებს მათ უნარებსა და პროესიულ შესაძლებლობებს.
შემოუერთდი პენიტენციური სამსახურის გუნდს!
მომავალში ოთხფეხა მეგობრები სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ჩამოყალიბებულ კინოლოგიურ ქვედანაყოფში იმსახურებენ.
ახალი პენიტენციური კოდექსი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმართა ესკორტირების კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაატარა რეფორმა, რომლის შედეგადაც დღეს ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრი გაიხსნა.
ახლადგახსნილი ცენტრის ფუნქციონირებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადგილზე გაეცნენ.
ცენტრი აღჭურვილია რადიოსიხშირისა და GPS ნავიგაციის უახლესი და თანამედროვე ტექნიკით, რაც საშუალებას იძლევა ოპერატიულად, ეფექტიანად და უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით განხორციელდეს, როგორც მსჯავრდებულთა გადაადგილება, ისე ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს თანამშრომელთა მუშაობაც.
ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრში დასაქმებული თანამშრომლებისთვის პენიტენციურმა სამსახურმა კომფორტული სამუშაო გარემო უზრუნველყო და თანამშრომელთათვის მოსასვენებელი სივრცეც გამოყო, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით და ინვენტარით.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია როგორც პატიმართა პირობების გაუმჯობესება, ისე თანამშრომელთა ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა. ამ მიზნით, სამსახური არაერთ რეფორმასა თუ პროექტს ახორციელებს, რომლებიც სამსახურის საქმიანობას კიდევ უფრო აუმჯობესებს.