laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი რურუასთან დაკავშირებული ინციდენტის ამსახველ ვიდაომასალას ავრცელებს


"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ძალადობა და თავდასხმა." - განაცხადა ადვოკატმა.


შეგახსენებთ, მომხდარი ინციდენტის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უკვე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და დეტალურად არის მოყვანილი ინციდენტის შესაბამისი ფაქტები.

ვინაიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს მომხდარის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულაციების სამომავლოდ თავიდან ასაცილებლად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, საჯარო გახადოს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს მომხდარი ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა. შეგახსენებთ, ფლიგელში, სადაც ინცინდენტი მოხდა, 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა პატიმრობის კოდექსის შესაბამისად მიმდინარეობს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოძიების ფარგლებში ადვოკატის თანდასწრების გარეშე გამოკითხვაზე გიორგი რურუამ უარი განაცხადა, ხოლო მისმა ადვოკატმა საძაგლიშვილმა, რომელიც მედიის წინაშე განცხადებებს აკეთებს, გამოძიების ორგანოს შეთავაზებაზე, მისულიყო საპატიმროში და დასწრებოდა გამოკითხვის პროცესს, ასევე უარი განაცხადა მოუცლელობის გამო.


imageVideo
გიორგი რურუასთან დაკავშირებულ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია

ამასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ 2020 წლის 2 ნოემბერს, N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული გიორგი რურუა, ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან. დაახლოებით 15:25 სთ-ზე, 1-ლი სარეჟიმო კორპუსის E-6 ფლიგელში (სადაც 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება) გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონო ზარს.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იქვე ახლოს მდებარე N76 საკანში (ბრალდებულ პ.ნ.-ს საკანში), ტარდებოდა საპირფარეშოს სარემონტო სამუშაო, რის გამოც საკნის კარი იყო ღია. გიორგი რურუას მოცემულ ფლიგელში გადაადგილებისას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცერმა მიხურა მითითებული საკნის კარი და იქვე დადგა. როდესაც პ.ნ.-სა და გიორგი რურუას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ოფიცერი გაიქცა მათ გასაშველებლად, ამ დროს საკნიდან გამოვიდნენ პ.ნ.-ს თანამესაკნეები: ნ.ო., დ.ძ., გ.ჯ. და გ.ც. და მათაც მაიყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გიორგი რურუას. ინციდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, თუმცა ფიზიკური დაპირსპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში. მას დაწესებულების მორიგე ქირურგის მიერ მაშინვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.

მომხდართან დაკავშირებით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გაიგზავნა შეტყობინება საგამოძიებო ორგანოში, დაიწყო გამოძიება. ამჟამად მიმდინარეობს დაკითხვის პროცედურები და კანონით დადგენილი წესით დაარქივებულია მოცემული ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა.

imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ომბუდსმენის წარმომადგენლებს მსჯავრდებულები თავს კი არ დაესხნენ, არამედ უყურადღებობის გამო უსაყვედურეს

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მოვლენების ამგვარი აღწერა არ შეესაბამება რეალობას.

რეალური ფაქტები მდგომარეობს შემდეგში: 31 ოქტომბერს 11:25 სთ-ზე ქსნის N15 დაწესებულებაში საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენლების დელეგაცია ხუთი პირის შემადგენლობით. ომბუდსმენის წარმომადგენლები დაწესებულებაში მოწყობილი საარჩევნო უბნის შესასვლელთან იდგნენ და უბანზე მსჯავრდებულების შესვლის პროცესს აკვირდებოდნენ. ამ დროს მათ მიუახლოვდა 4-5 მსჯავრდებული და უსაყვედურეს უყურადღებობის გამო და N15 დაწესებულებაში უფრო ხშირი ვიზიტებისკენ მოუწოდეს. 

ამ ნიადაგზე მსჯავრდებულებსა და ომბუდსმენის წარმომადგენლებს შორის მოხდა შეკამათება, რისი განმუხტვის მცდელობაც ჰქონდათ იქვე მყოფ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებს, თუმცა ომბუდსმენის წარმომადგელებმა დაწესებულების დირექტორისგან მოითხოვეს, რომ ადმინისტრაცია ომბუდსმენის წარმომადგენლებისა და მსჯავრდებულების ურთიერთობაში არ ჩარეულიყო და ომბუდსმენის წარმომადგენლებისთვის მსჯავრდებულებთან გასაუბრების საშუალება მიეცათ. რა თქმა უნდა, დაწესებულების ადმინისტრაცია ომბუდსმენის წარმომადგენლების მოთხოვნას დაემორჩილა, თუმცა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ახლოს იდგნენ და საჭიროების შემთხვევაში, ინციდენტში ჩარევისთვის სრულ მზადყოფნაში იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ N15 დაწესებულების გარდა, ომბუდსმენის წარმომადგენლები საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით დღეს ასევე იმყოფებოდნენ N8 და N18 პენიტენციურ დაწესებულებებში.
პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს. საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ის მოსამსახურეები, რომელთაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლიათ, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილი საარჩევნო უბნების მეშვეობით.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 9 ოქტომბრის №43/2020 დადგენილებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის განსაზღვრულია ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები და დადგენილია შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური წესები და შესაბამისად, საარჩევნო პროცესი პენიტენციურ დაწესებულებებში მოცემული წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს.
imageVideo
სიცრუეა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში პატიმრებს სათანადო სამედიცინო მომსახურება არ მიეწოდებათ
imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულის სუიციდის ფაქტს კი არ მალავს, არამედ პატიმრის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისგან იკავებს თავს

სიუჟეტში ითქვა, რომ "პატიმარი მეთადონის პროგრამაში იყო ჩართული. მეთადონზე დამოკიდებულების გამო, ახალგაზრდა მამაკაცს დაუმძიმდა მდგომარეობა და დაეწყო ნარკოტიკული შიმშილი." სიუჟეტის ნარატივი არის იმგვარი, რომ თითქოს სწორედ ეს გახდა სუიციდის მიზეზი. რეალურად ბრალდებული, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი, პენიტენციურ სისტემაში 2020 წლის 7 ივნისს მოთავსდა. პენიტენციურ დაწესებულებაში მიყვანისას, მან აღნიშნა, რომ მეთადონის პროგრამაში იყო ჩართული, იღებდა 80 მგ მეთადონს.შესაბამისად, დაწესებულებაში მოთავსებისთანავე გაეწია ნარკოლოგის კონსულტაცია, ჩაერთო მეთადონით დეტოქსიკაციის პროგრამაში და თავდაპირველად დაენიშნა 80 მგ მეთადონი, თუმცა გარდაცვალების მომენტისთვის (დაკავებიდან ოთხი თვის გასვლის შემდეგ) იგი უკვე იღებდა 3 მგ-ს. ეს არის ის დოზა, რომლითაც დეტოქსიკაციის პროგრამა სრულდება. შესაბამისად, ნარკოტიკული შიმშილის და ამ ნიადაგზე ფსიქიკური მდგომარეობის დამძიმების შესახებ საუბარი საფუძველს მოკლებულია და პატიმრის სუიციდის საქმეში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ ტელეკომპანიის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენებას ისახავს მიზნად.


სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებული არა კარანტინის, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე იყო მოთავსებული, თუმცა ვინაიდან პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შემცველია, პენიტენციური სამსახური თავს იკავებს ამ მონაცემების გასაჯაროებისგან. ასე მოიქცა სამსახური მაშინაც, როდესაც დაგვიკავშირდა ტელეკომპანიის ჟურნალისტი და ვინაიდან არ იცოდა არც იმ პატიმრის ვინაობა, ვიზეც სიუჟეტს აკეთებდა, არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან ითხოვდა ამ მონაცემებს, რაც სამსახურმა არ გასცა. როგორც სიუჟეტიდან ჩანს, ჟურნალისტმა სიუჟეტი ისე მოამზადა, რომ ვერც პატიმრის ვინაობა გაარკვია და ვერც მოცემული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სიუჟეტის ავტორისთვის, რომ უსაფუძვლო ბრალდებები წამოეყენებინა პენიტენციური სამსახურისთვის და უარყოფითად დაეხასიათებინა გარდაცვლილი.

თავის მხრივ, პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ როგორც ყველა სხვა პატიმრის, ასევე მოცემული პირის უფლებებიც სრულად იყო დაცული, მას მიეწოდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაბამისი სამედიცინო სერვისი. რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულის სუიციდს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ფაქტის შესახებ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც მომხდარზე დაიწყო გამოძიება.

 

 

სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მას მიაწოდოს ყველა სახის ინფორმაცია, რაც გამოძიების პროცესში იქნება საჭირო.

imageVideo
პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ამიერიდან კვირაში ერთხელ გაივლის PCR ტესტირებას


შეგახსენებთ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან პენიტენციური სისტემის თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გადიან Pჩღ ტესტირებას. ხოლო პენიტენციური დაწესებულებების ის თანამშრომლები, რომლებიც მიმდინარე წლის 29 მარტიდან ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ, ყაზარმული რეჟიმით დაწესებულებებში შესვლამდე მოწმდებიან PCR ტესტით. ჯამში მაისის ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით პენიტენციურ სისტემაში 13253 PCR ტესტი გაკეთდა. ამიერიდან კი ყველა თანამშრომელისთვის ტესტირების ახალი სისტემა ამოქმედდა.
imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახური: covid-19 დაუდასტურდა ორ ბრალდებულს, რომლებიც საკარანტინო სივრცეში, დაწესებულების დანარჩენი კონტინგენტისგან იზოლირებულად იმყოფებოდნენ

მოცემული პირები, როგორც ახალდაკავებული პატიმრები N8 დაწესებულების საკარანტინო-საიზოლაციო სივრცეში იყვნენ განთავსებულები.

პენიტენციურ სისტემაში 12 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად, ახალდაკავებული ბრალდებულები, რომლებიც მოთავსებულები არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკის, ან მიმღები პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ PCR ტესტირებას გადიან და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება მათი დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან შერევა. სწორედ ასეთი გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა ვირუსი ორ პირს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც მათზე ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით განხორციელდება, რათა არ იყოს კლინიკაში მათთან ერთად ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება. ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია.

აღსანიშნავია, რომ 23 ოქტომბერს ჯამში N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში მოთავსებულმა 30 პატიმარმა გაიარა PCR ტესტირება და ორის გარდა ყველა პასუხი უარყოფითი იყო, მათ შორის ორი ინფიცირებული პატიმრის თანამესაკნეების (სულ ოთხი პირი). პრევენციის მიზნით, ინფიცირებული პატიმრების ოთხივე თანამესაკნე სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილები, სადაც 12-დღიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ გაივლიან PCR ტესტირებას და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მათი ე.წ. მიმღებ დაწესებულებაში (N8 დაწესებულება) გადაყვანა.

რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი საკარანტინო სივრცეში ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ფარი, ხელთათმანები და ა.შ.) აღჭურვილები არიან, ამასთან ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე PCR ტესტირებას გადიან, ხოლო 23 ოქტომბრიდან ყოველ მესამე დღეს ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით შემოწმდებიან.

საკანს, სადაც ინფიცირებული პირები იმყოფებოდნენ, არაგეგმიური დეზინფექცია ჩაუტარდა (გეგმიურად დეზინფექცია დაწესებულებებში პერიოდულად ტარდება).
imageVideo
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N15 (ქსნის) პენიტენციური დაწესებულების მაღაზიის თანამშრომლების კოვიდ-19-ით დაინფიცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა
humanIcon
hotLineIcon