№16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ გაიმართა. წარმოდგენა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ საგრანტო პროექტის ფარგლებში, ა(ა)იპ „ინოვაციური შემოქმედების ცენტრის“ მხარდაჭერით დაიდგა.
პროექტის მიზანია მსჯავრდებულთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა, მათი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება და კულტურულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.
№16 პენიტენციურ დაწესებულებაში სპექტაკლზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმოდგენის რეჟისურა, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება, ასევე, რეკვიზიტები თავად მსჯავრდებულებმა შექმნეს. კომედიური ჟანრის ერთმოქმედებიან სპექტაკლში 12 მსჯავრდებული და 6 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს.
მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას, გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებას და გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს საქართველოს საპატრიარქოსგან საჩუქრად ჯვრები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ხელმოწერით სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, მოწვეული სტუმრები და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე, უწყებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT)-ის პრეზიდენტს ალან მიჩელს შეხვდა.
CPT-ის დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების შესახებ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პენიტენციური სისტემის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის მცირე ზომის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულებების მშენებლობასა და განვითარებაზე, რაც უფრო ეფექტიანი მართვისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. მხარეებმა ასევე განიხილეს პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ ბრალდებულები/ მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი არიან საჭირო სამედიცინო მომსახურებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათთვის ხელმისაწვდომია სპეციალიზებულ სამოქალაქო კლინიკებში გადამისამართების შესაძლებლობა.
დელეგაციის ვიზიტი მიზნად ისახავს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შეფასებასა და მიმდინარე რეფორმების გაცნობას.
მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პენიტენციური სისტემის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობას.
ფეხბურთელებს №15 (ქსნის) პენიტენციური დაწესებულების სპორტული ინფრასტრუქტურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ დაათვალიერებინა.
ვეტერანი სპორტსმენები მსჯავრდებულებს შეხვდნენ, მათ პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და ფიზიკური აქტივობების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. გაიმართა, აგრეთვე, ამხანაგური მატჩი ფეხბურთელებისა და მსჯავრდებულების მონაწილეობით.
ღონისძიების ფარგლებში, ფეხბურთელებმა დაწესებულებას სხვადასხვა სახეობის სპორტული ინვენტარი საჩუქრად გადასცეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მსჯავრდებულთათვის სპორტისა და ფიზიკური აქტივობების მხარდაჭერას.
№11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე შეხვდა და პროფესიული გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმებიდან და სპექტაკლებიდან ფრაგმენტების ჩვენება. ღონისძიება კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.
დაწესებულებაში სტუმრობისას მსახიობი, ასევე, გაეცნო მოქმედ სარეაბილიტაციო პროგრამებსა და საგანმანათლებლო სივრცეს, დაათვალიერა ბიბლიოთეკა და დაწესებულებაში მოქმედი ეკლესია.
სპეციალური პენიტენციური სამსახური გააგრძელებს კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას, რომელიც მსჯავრდებულთა განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებულ რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
სპორტის მართვის სტრატეგიის შესაბამისად დანერგილი აქტივობების ფარგლებში, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ერთმანეთს შეეჯიბრნენ სპორტის ექვს სახეობაში: კალათბურთში, ფრენბურთში, ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკსა და შაშში.
ტურნირის გამარჯვებულები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის სპორტული აქტივობების ხელშეწყობა პრიორიტეტულია. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით აგრძელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიების ორგანიზებას.
ამჯერად №11 და №16 დაწესებულებების მსჯავრდებულებს ფოტოგრაფიის სხვადასხვა სპეციფიკა კინოოპერატორმა, რეჟისორმა დავით გუჯაბიძემ გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხისა და კერამიკის ნამუშევრები, ასევე, სხვადასხვა აქსესუარი, რომლებიც დაწესებულებაში მოქმედ საამქროებში დამზადდა.
გამოფენის პარალელურად მსჯავრდებულებისთვის თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტებმა საგალობლები შეასრულეს. საგალობლები მსჯავრდებულთა მონაწილეობითაც შესრულდა.
მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მსჯავრდებულთა შემოქმედებით და კულტურულ განვითარებას, მათ რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციას.
№5 (ქალთა) და №16 პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულებმა საქართველოს გოს ფედერაციის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით სამაგიდო თამაშის – გოს წესები შეისწავლეს.
ინიციატივის მიზანია მსჯავრდებულთა ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების განვითარება, რაც ხელს უწყობს მათ რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციას.
გოს მასტერკლასი უკვე ჩატარდა №18 დაწესებულებაში. სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში სამაგიდო თამაში ეტაპობრივად დაინერგება; გადაეცემათ სათამაშო დაფებიც, რაც მსჯავრდებულებს რეგულარული ვარჯიშის შესაძლებლობას მისცემს.