laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

„პოზიტიური მშობლობის“ პროგრამის პილოტირება პენიტენციურ სისტემაში წარმატებით დასრულდა

„პოზიტიური მშობლობის“ პროგრამის პილოტირება პენიტენციურ სისტემაში წარმატებით დასრულდა
imageVideo
11.07.2024
print
facebook

პროგრამის მიზანს წარმოადგენდა ბავშვის აღზრდის დისციპლინასა და მორალურ ღირებულებებზე დამყარებული სწორი და ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბება მშობელსა და შვილს შორის.

პროგრამა ასევე ყურადღებას ამახვილებს, აღზრდის სტილზე, ბავშვის განვითარების ეტაპებზე, ბავშვზე ძალადობის უარყოფით მხარეებზე,რთული ქცევის მართვის სტრატეგიებზე და ტექნიკებე, მათ შორის ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაზე. პროგრამაზე მუშაობა პენიტენციურ სისტემაში 2022 წლიდან დაიწყო, 2023 წელს კი, მუშაობის პროცესში ჩაერთნენ ევროპის საბჭოს „ნარკოტიკებისა და ადიქციების საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი“ (Pompidou Group) და მათი საერთაშორისო კონსულტანტები. ამასთან, პროგრამა გაფართოვდა და მოიცვა სხვა უწყებებიც: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი; საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური ცენტრი; სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარებულთა დახმარების სააგენტო.

პენიტენციურ სისტემაში „პოზიტიური მშობლობის“ საპილოტე პროგრამა, რომელსაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სპეციალისტები უძღვებოდნენ, №5 (ქალთა) და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარეობდა. პროგრამაში ჩართულ მსჯავრდებულებს ევროპის საბჭოს „პომპიდუ ჯგუფის“ წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს. პილოტის შემდგომ დაგეგმილია პროგრამის დანერგვა ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. „პოზიტიური მშობლობის“ პროგრამა შემუშავდა „ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში“.

პროგრამა ორიენტირებულია პრევენციაზე, მშობლობისა და ოჯახის მხარდაჭერის სტრატეგიაზე, რომელიც გამიზნულია ბავშვებში ქცევითი, ემოციური და განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან არიდებაზე მშობელთა ცოდნის, უნარებისა და თავდაჯერებულობის გაძლიერების გზით.

img
img
img
img
img
humanIcon
hotLineIcon