სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველის აპარატთან სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და პროექტებზე სამუშაო შეხვედრის ფორმატში იმსჯელა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე, მიმდინარე პროექტებზე, მსჯავრდებულებისა და სისტემის თანამშრომლებისთვის ღირსეული და განვითარებაზე ორიენტირებული პირობების შექმნაზე, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვაზე, ინფრასტრუქტურის განახლების მუდმივ პროცესზე, ელექტრონული მეთვალყურეობის სისტემის გამართვაზე, პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებზე, ფსიქოსოციალური კომპონენტის გაძლიერებასა და სამოქალაქო კლინიკებში ხანგრძლივი ვადით გადაყვანილი პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის უზრუნველყოფის საკითხებზე დღეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრის ფორმატში იმსჯელეს.
სახალხო დამცველის აპარატმა სისტემაში გატარებული ცვლილებები პოზიტიურად შეაფასა.
შეხვედრაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა, ასევე, განიხილეს სახალხო დამცველის რეკომენდაციები, არსებული გამოწვევები და მომავალში მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის დაგეგმილი პროექტები.
შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერა“ ფარგლებში გაიმართა და მას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გიორგაძე უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა.