სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით №16 დაწესებულებას თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ესტუმრა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით №16 დაწესებულებას თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ესტუმრა.
31.05.2024
მან მსჯავრდებულებს ქართული თეატრის ისტორია გააცნო და შეკითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრის ფარგლებში, მსჯავრდებულებმა სტუმარს ახალ სპექტაკლზე მუშაობის დაწყების იდეაც გაუზიარეს, რაზეც ნიკოლოზ წულუკიძემ მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობას მომავალშიც გააგრძელებს.