№12 და №16 დაწესებულებების მსჯავრდებულთა შორის მაგიდის ჩოგბურთის შიდა ტურნირი ჩატარდა
15.04.2024
სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და მსჯავრდებულთა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართვას.
ამჯერად საკუთარი შესაძლებლობები №12 და №16 დაწესებულებების მსჯავრდებულებმა მაგიდის ჩოგბურთში გამოცადეს.
ტურნირში გამარჯვებულები მედლებით დაჯილდოვდნენ, შეჯიბრის ყველა მონაწილე კი – სიგელებით.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა. ამ მიზნით, სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, მსჯავრდებულთა ჩართულობით იმართება სპორტის ფესტივალები, დაწესებულებებში განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურა და ინვენტარი, დაინერგა არაერთი სპორტული პროგრამა; მსჯავრდებულები მონაწილეობენ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურნირებში