პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების ფონდის განახლება გრძელდება
29.03.2024
ღონისძიების ფარგლებში, ქართული წიგნიერების ფონდის მხარდაჭერით, მე-16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა კომპეტენტურ პირთა დახმარებით ცოდნაც გაიღრმავეს და მათთვის საჭირო საკითხებზე ინფორმაცია მიიღეს თემებზე: „როგორ დავინახოთ შესაძლებლობები გამოწვევების მიღმა“, „საკუთარი თავის დაოსტატება წარმატებისკენ სვლაში“.
წიგნები №16 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას გამომცემლობა „პალიტრა L“-მა გადასცა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობას, მათი ინტელექტუალური დონის გაღრმავებას და დაწესებულებების ბიბლიოთეკების სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურით განახლებას