ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქართული პენიტენციური სისტემის მიღწევებსა და მომავალ გეგმებზე იმსჯელეს
ღონისძიებაზე, სადაც მთავარი განსახილველ საკითხს არასრულწლოვანი პატიმრები და მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია წარმოადგენდა, პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები პოზიტიურად, ლაითურის პენიტენციური დაწესებულების გახსნა კი საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო დასაახლოებლად გადადგმულ მნიშვნელოვნად ნაბიჯად შეფასდა.
შეხვედრის მონაწილეებს პენიტენციურ სისტემაში გატარებული და დაგეგმილ რეფორმები, ახალი პენიტენციური კოდექსის საფუძველზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და თანამშრომელთა გაუმჯობესებულ პირობები სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა გააცნო. აღინიშნა, რომ ქართული პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება უწყებისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. შეხვედრაზე ასევე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში მოქმედი და დაგეგმილი პროგრამებიც განიხილეს, მათ შორის, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში დანერგილი სპორტის მართვის სტრატეგია.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელსა და უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებას დაესწრნენ იუსტიციის სამინისტროს; იუსტიციის სასწავლო ცენტრის; მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის; დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და ევროკავშირის პროექტის უფროსი მრჩევლები რანდელ ბაროუზი,რეით ქუსი და პროგრამის მენეჯერი ანტონიო დალ ბორგო.