დაავადების სტატისტიკა ადასტურებს, რომ პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზი, ფაქტობრივად, დამარცხებულია.პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა, მინიმუმამდეა დაყვანილი ტრანსმისია, აქცენტი კეთდება დაავადების პრევენციაზე, რაც გულისხმობს აქტიურ სკრინინგს, პათოლოგიური მასალის გამოკვლევას (ჯინექსპერტს), კულტურალურ მეთოდებს.
უახლოეს პერიოდში იგეგმება ლატენტური ტუბერკულოზის სკრინინგი ტუბერკულოზური დაავადების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფებში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ჩართულია „ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამაში“ და პენიტენციურ დაწესებულებებში ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთათვის
ყველა ის სამედიცინო სერვისი და მომსახურებაა ხელმისაწვდომი, რაც სამოქალაქო სექტორის პაციენტებისთვის.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.