სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი უცხოელი მსჯავრდებულებისთვის სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნა.
საგაკვეთილო პროცესი უცხოელი მსჯავრდებულების მაღალი ჩართულობით უკვე მიმდინარეობს და მათ ქართულ ენას თავად მსჯავრდებული ასწავლის. კურსის ფარგლებში ისინი შეისწავლიან ქართულად წერა-კითხვას, ლექსებს, განივითარებენ ქართულ ენაზე საუბრის უნარებს.
მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში №16 დაწესებულებაში ფუნქციონირების ფრანგული ენისა და ხატვის შემსწავლელი კურსები, სადაც სასწავლო პროცესს თავად მსჯავრდებულები უძღვებიან.
პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია სხვადასხვა აქტივობებისა თუ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მსჯავრდებულებს დაეხმარება ცოდნის გაღრმავებაში, დაწესებულების დატოვების შემდეგ კი – საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციაში.