ნიდერლანდების ელჩი №5 (ქალთა) დაწესებულებაში არსებულ ინფრასტრუქტურას და პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის განკუთვნილ პროექტებს გაეცნო
საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა მელინე არაკელიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაწესებულების ტერიტორიაზე არასრულწლოვან ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ახალგახსნილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე მოინახულა, სადაც ისინი უზრუნველყოფილი არიან საჭირო ინვენტარით და აქტივობის შესაძლებლობით.
ელჩი გაეცნო №5 (ქალთა) დაწესებულებაში არსებულ პაემნებისთვის განკუთვნილი სივრცეს, სამკერვალოს, სილამაზის სალონს, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებული; მოინახულა სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სამლოცველო.
სტუმარმა ინფორმაცია მიიღო დაწესებულებაში მოქმედ ქართულ ინოვაციურ პროექტ „იუსტიციის სახლის“ შესახებ, რომელიც პატიმრებსა და თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს, შეუზღუდავად ისარგებლონ სახელმწიფო და კერძო სექტორის 50-ზე მეტი სერვისით.
მელინე არაკელიანი დაწესებულებაში ყოფნისას მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „სამოქალაქო განათლების ტრენინგის“ მონაწილე ქალ პატიმრებს შეხვდა და სერტიფიკატები გადასცა. პროექტს ორგანიზაცია „ქალი და ბიზნესი“ ახორციელებს.