სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში პორტატული დეფიბრილატორები უახლესი თანამედროვე ანალოგებით ჩაანაცვლა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში პორტატული დეფიბრილატორები უახლესი თანამედროვე ანალოგებით ჩაანაცვლა.
17.01.2024
დეფიბრილატორი აღიარებულია სიცოცხლის გადარჩენის ყველაზე ეფექტურ, უსაფრთხო, საიმედო და დროულ მოწყობილობად, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა შემთხვევაში.
არტერიული წნევის შედეგად გამოწვეული გულის კუნთის დაზიანება ზრდის გულის გაჩერების რისკს. გულის გაჩერების შემთხვევაში, მხოლოდ დეფიბრილაცია და გულ-ფილტვის რეანიმაცია დეფიბრილატორის საშუალებით არის უეცარი სიკვდილის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მაქსიმალურად ზრუნავს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე და მათთვის ღირსეული სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე.