პენიტენციურ დაწესებულებებში სტომატოლოგიური აღჭურვილობა სრულად განახლდა
25.01.2024
სტომატოლოგიური აღჭურვილობა ახალი, თანამედროვე ანალოგებით ჩანაცვლდა №2, №5 და №6 პენიტენციურ დაწესებულებებში. ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველა დაწესებულებას გადაეცა ახალი, თანამედროვე სტომატოლოგიური ტექნიკა.
ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომია გეგმური თერაპია, გეგმური ქირურგია, გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება, ორთოპედია, რადიოვიზიოგრაფია, პარადონტოლოგია, პროფილაქტიკა და ჰიგიენა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო აღჭურვილობის განახლებას, რაც ყოველდღიურად აუმჯობესებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მკურნალობის ხარისხს.