№15 პენიტენციურ დაწესებულებაში ინფრასტრუქტურა განახლდა
09.02.2024
№15 პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად განახლდა საშხაპე სივრცე, დამონტაჟდა ახალი სავენტილაციო სისტემა, განათება; შეიცვალა წყლის საკომუნიკაციო მილები; განახლდა ინვენტარი.
არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში უმაღლესი სტანდარტების პირობების შექმნა და ახალი თანამედროვე პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა წარმოადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის საცხოვრებელი პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში აგრძელებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს.