№11 არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულება შეუერთდა შემეცნებით-გასართობ მარათონს „რა? სად? როდის?“
მარათონი ევროპის თემატიკას მიეძღვნა და მასში არასრულწლოვან მსჯავრდებულთა 3 გუნდი მონაწილეობდა. შიდა ტურნირში გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.
„EU4Georgia 4“ პროექტის ფარგლებში, ევროპის შესახებ ერთწლიანი შემეცნებით-გასართობი მარათონი ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად გასულ წელს დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, თბილისის 11 უბანსა და არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მოსწავლეებს შორის მარათონი ერთდროულად ჩატარდა. მასში მონაწილეობა 140-ზე მეტმა გუნდმა მიიღო.
პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინტელექტუალური განვითარება, სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და ამ მიზნით ღონისძიებების ორგანიზება და მხარდაჭერა.