ქალი მსჯავრდებულები ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების (UI/UX) დიზაინს პროფესიულ დონეზე შეისწავლიან და დასაქმდბებიან
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით და კომპანიების – „რე:სქულის“, „რე:ინვენთის“ და პროგრესირების ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლების დამფუძნებლის ერთობლივი მხარდაჭერით_ 15 ქალი პატიმარი შეისწავლის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიას – UI/UX დიზაინს (მობილური აპლიკაციებისა და ვებგვერდების დამზადება).
სასწავლო პროცესი 18 თებერვალს დაიწყება და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
კურსისთვის დაწესებულების ტერიტორიაზე სპეციალურად მოეწყო სივრცე, რომელიც აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკით.
ქალ პატიმრებს ყველაზე მოთხოვნად პროფესიას დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი შეასწავლის. კურსის დასრულების შემდეგ წარმატებულ მსმენელებს „რე:ინვენთსა“ და პარტნიორ კომპანიებში დაასაქმებენ.
UI/UX დიზაინის კურსი საპილოტე რეჟიმში ქალთა დაწესებულებაში ჩატარდება, თუმცა, სამომავლოდ პროექტის განხორციელება სხვა დაწესებულებებშიც იგეგმება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მხარდამჭერ კომპანიებს მსჯავრდებულთა ცოდნის გაღრმავების, მათი ახალი პროფესიის შეძენისა და სამომავლო დასაქმებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.