გრიპის ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს ადამიანების კონცენტრაცია დახურულ სივრცეებში. აქედან გამომდინარე, როგორც მსჯავრდებულები და ბრალდებულები, ისე თანამშრომლები მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.
შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიმართავს ყველა საჭირო პრევენციულ ზომას მათი ჯანმრთელობის დასაცავად.
სპეციალური პენიტენციური სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს როგორც თანამშრომელთა, ისე პატიმართა ჯანმრთელობაზე ზრუნვას და მომავალშიც მაქსიმუმს გააკეთებს ამ მიმართულებით.