ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს მე-5 დაწესებულებაში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ჩართულობით მორიგი გამოკვლევა ჩაუტარდათ
სიმსივნის ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში, დაავადების განკურნების ბევრად უფრო მაღალი ალბათობაა, ადრეული დიაგნოსტირებისთვის კი, სკრინინგი საუკეთესო საშუალებაა. სკრინინგის და დაავადების ადრეული გამოვლენის შედეგად მთელ მსოფლიოში განკურნების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.
მსოფლიოში წარმატებული პრაქტიკის შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ორიენტირებულია დაავადების ადრეულ დიაგნოსტირებაზე და, კვლევის შედეგების შესაბამისად, დროულ და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებს აწვდის ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მუდმივად ზრუნავს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე და ორიენტირებულია დაავადებების დროულ გამოვლენა-დიაგნოსტირებაზე. ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან ყველა სათანადო კვლევით და, საჭიროების შემთხვევაში, მაღალი ხარისხის მკურნალობით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ ზრუნვას.