პენიტენციური სამსახურის გუნდმა იუსტიციის სამინისტროს ტურნირში მინი-ფეხბურთში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი საპრიზო ადგილისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გუნდს დაუპირისპირდა. პირველი და მეორე ადგილები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გუნდებმა გაინაწილეს.
ტურნირის საუკეთესო მეკარის ტიტული, ასევე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გუნდის მეკარე გრიგოლ აბრამიშვილმა მიიღო.
გამარჯვებული გუნდები იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა თასებითა და მედლებით დააჯილდოვა.
სპორტული აქტივობის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა.სპეციალური პენიტენციური სამსახური თანამშრომელთა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის წახალისებას მომავალშიც გააგრძელებს.