laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პირობებს ჩრდილოეთ ვესტფალიის მხარის იუსტიციის მინისტრი გაეცნო

პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პირობებს ჩრდილოეთ ვესტფალიის მხარის იუსტიციის მინისტრი გაეცნო
imageVideo
22.08.2023
print
facebook

სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული სამკერვალო, სილამაზის სალონი, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებული; მოინახულეს პაემნებისთვის განკუთვნილი სივრცეები, ახლად რეაბილიტირებული სპორტული მოედანი და ინფრასტრუქტურა.


დელეგაციის წევრებმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისთვის განკუთვნილი განახლებული სასადილოც დაათვალიერეს, სადაც ისინი უფასო კვებით არიან უზრუნველყოფილი.


სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დოქტორ ბენიამინ ლიმბახი გაეცნო ინოვაციურ პროექტ "ციფრულ უნივერსიტეტსაც", რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად მიიღონ აკადემიური უმაღლესი განათლება და ონლაინ რეჟიმში დაესწრონ ლექციებს.

დელეგაციის წევრებმა, ასევე, მოინახულეს პურის საცხობი და ხისა და ტყავის საამქროები, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებული. საამქროებში დამზადებული ნივთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა მსჯავრდებულთათვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.

დოქტორ ბენიამინ ლიმბახი დაინტერესდა პენიტენციურ სისტემაში მოქმედი ინოვაციური სერვისით – "ონლაინ კლინიკის" მოდელით, რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, უმოკლეს დროში ისარგებლონ სამოქალაქო კლინიკის სპეციალისტის ონლაინ კონსულტაციით, რაც სამედიცინო მომსახურების ხარისხს უფრო მოქნილსა და ხელმისაწვდომს ხდის.

გერმანული დელეგაცია თბილისში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც გასულ წელს ბერლინში მოეწერა ხელი. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პენიტენციურ და პრობაციის სფეროებს მოიცავს.

humanIcon
hotLineIcon