laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებაში სპექტაკლი გაიმართა

არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებაში სპექტაკლი გაიმართა
imageVideo
28.07.2023
print
facebook



თეატრალური წარმოდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.
სპექტაკლში მსახიობებმა საქართველოს ისტორიის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი გააცოცხლეს. ჯაზ-კვარტეტის მონაწილეობით შესრულდა მუსიკალური ნომრებიც.

ღონისძიებას დაწესებულების თანამშრომლები და საქართველოს საპატრიარქოდან დეკანოზი ალექსანდრე გალდავა დაესწრნენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულების საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას და მათ სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობის ხელშეწყობას.

humanIcon
hotLineIcon