laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

№15 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის სპორტის ფესტივალი ჩატარდა

№15 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის სპორტის ფესტივალი ჩატარდა
imageVideo
20.07.2023
print
facebook

გამარჯვებულებს საჩუქრად სიგელები და მედლები გადაეცათ.

სპორტის ფესტივალები იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში სისტემატურად ტარდება; იზრდება მსჯავრდებულთა ჩართულობაც, რაც მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს და დაწესებულებაში თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარების შესაძლებლობას აძლევს.

პენიტენციური სამსახურისთვის სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში სრულად განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურა; დაინერგა სხვადასხვა სპორტული პროგრამა, ტრენინგკურსები, რომლებიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ ტრენერებად, ფიტნესინსტრუქტორებად, რაც მათ დაწესებულების დატოვების შემდეგ დასაქმებასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

humanIcon
hotLineIcon