სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე ესკორტის 52 ოფიცერი ღია კონკურსის გზით დაინიშნა
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 12 მარტს 134 ვაკანსიაზე (ესკორტის ოფიცერი -111, სოციალური მუშაკი - 13, ფსიქოლოგი -9, რესოციალიზაცია - რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - 1 ვაკანსია) ღია კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის გავლით 13 მაისს ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოში ესკორტის 52 ოფიცერი (ესკორტის ოფიცერი-46; ტრანსპორტის განყოფილების ესკორტის ოფიცერი-6) დაინიშნა.
ამასთან, როგორც მიმდინარე კონკურსის შედეგებმა ცხადყო, კვლავ მწვავეა ესკორტის ოფიცერი - მძღოლის (D კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე) დეფიციტი. შესაბამისად, მიმდინარე წლის 3 მაისს გამოცხადდა კონკურსი ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს შტაბის (სამმართველო) ტრანსპორტის განყოფილების ესკორტის ოფიცერის 15 ვაკანტურ პოზიციაზე.