laituriHeaderImage
mainPageLogo
searchmenu
smallArrow
smallArrow

იუსტიციის მინისტრმა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის გაცნობის მიზნით შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრმა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის გაცნობის მიზნით შეხვედრა გამართა
imageVideo
14.02.2019
print
facebook

თეა წულუკიანმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. ისაუბრა მათ მიერ განხორციელებულ პროექტებსა და იმ გეგმებზე, რომელთა ხორცშესხმა სწორედ ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში იქნება შესაძლებელი, როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის, ისე დანაშაულის პრევენციის მიმართულებით. მინისტრმა ისაუბრა იმ პრიორიტეტებზეც, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნული მიმართულებებით განსაზღვრა 2019-2020 წლებისთვის.

შეხვედრაზე, რომელიც დისკუსიის ფორმატში წარიმართა, დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დაისახა.

პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრაგეტია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების ხელშეწყობის პროექტის დახმარებით შემუშავდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე დამტკიცებულია სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განახლებული სტრატეგია, რომლის პრიორიტეტებს შორისაა ციხის პირობებისა და პატიმართა ჯანდაცვის გაუმჯობესება; პრობაციის სისტემის რეფორმა ეფექტიანი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით; რესოციალიზაციასა და დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ინდივიდუალური მიდგომების დანერგვა და განვითარება.

humanIcon
hotLineIcon