ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეგობრების კლუბი
მეგობართა კლუბი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეგობართა კლუბი აერთიანებს ორგანიზაციებს, რომლებიც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებენ აქტივობებს.სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეგობართა კლუბის წევრები შეუერთნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს საპატიმროებში განთავსებული არასრულწლოვანი მსჯავრდებულების გრაფიკში არსებული ბევრი თავისუფალი დროის შინაარსით შევსებას, რაც მათ დაეხმარება საპატიმროდან გათავისუფლებისთვის მომზადებაში.ინიციატივის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს უკვე პატიმრობისას გაუჩნდეთ მხარდამჭერი პირები, ვინც მათ პატიმრობის პირობებში მენტორობას გაუწევს, გაწვრთნის, ასწავლის, მოამზადებს ქართულ ან უცხო ენაში, ან სხვა საგანში ან სფეროში და საპატიმროდან გამოსვლის შემდეგაც, არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში, საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარება.

მეგობართა კლუბის წევრები:



FaceBook Twitter