ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სპეციალური პენიტენციური სამსახური ესკორტის ოფიცრის 27 ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს ღია კონკურსის გზით თანამშრომლების მიღებას.



ამჯერად კონკურსი პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოში არსებულ 27 ვაკანსიაზე გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე ღია კონკურსის გზით გასული წლის დეკემბრის შემდეგ 104 ესკორტის ოფიცერი დაინიშნა (52 ოფიცერი მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, ორ ეტაპად, ასევე 52 ოფიცერი - 13 მაისს). ამასთან, მიმდინარე წლის 3 მაისს ღია კონკურსი გამოცხადდა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს შტაბის (სამმართველო) ტრანსპორტის განყოფილების ესკორტის ოფიცრის 15 ვაკანტურ პოზიციაზე და ამჟამად კანდიდატების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/55464?active=1&fbclid=IwAR1Nrt18T2_rz7Tv3YRCg7NmmJuigs4vVhbmN6lWC91iocnYm-40A3Q2_n0

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/55462?active=1&fbclid=IwAR1wczZBes3X810Go_ttDsV6o3oIu57f6eirw9wePBhoyEaH8xvRJs_-J_g

 

FaceBook Twitter