ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
N 9 და N7 პენიტენციურ დაწესებულებებს (ე.წ. მატროსოვის ციხეს) ელექტროენერგია დროებით არ მიეწოდება. ამის მიზეზი ძლიერი ქარი გახდა, რომელმაც დაწესებულების ეზოში ხე წააქცია და ელექტროგადამცემი სადენები დააზიანა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი სამსახური უკვე ადგილზეა და დაზიანების აღდგენაზე მუშაობა დაწყებულია. ორივე პენიტენციურ დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს საათებში აღუდგება.
FaceBook Twitter