სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა
- სისტემაში დანერგილია პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) სერვისების მოდელი. თითოეულ დაწესებულებაში, ექიმისა და ექთნისგან შემდგარი გუნდი ემსახურება მათზე მიმაგრებულ კონტიგენტს, რომელიც არ აღემატება 500 მსჯავრდებულ/ბრალდებულს;
- პენიტენციურ დაწესებულებებში, საექიმო-სამედიცინო პუნქტებში სტანდარტის შესაბამისად მოწყობილია სასტერილიზაციო ოთახები და აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურით (ულტრასონოგრაფი, რენტგენოგრაფი, დენტალური რენტგენის აპარატი, ფიზიოთერაპიის აპარატი, ექოკარდიოგრაფი და სხვ.)
- ყველა ბრალდებულისთვის და მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომია ექიმი ფსიქიატრის მომსახურება;
- პენიტენციურ დაწესებულებებში ფუნქციონირებს თანამედროვედ აღჭურვილი სტომატოლოგიური კაბინეტები, სადაც ხელმისაწვდომია თერაპიული, ორთოპედიული და ქირურგიული მომსახურება

სტომატოლოგიური კაბინეტი
- პენიტენციურ სისტემას ემსახურება სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა პროფილის ექიმ- სპეციალისტი
- ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ორი სტაციონარი - N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი და N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულება.

რენტგენის აპარატი
- პაციენტთა უზრუნველყოფა სამკურნალო საშუალებებით ხდება პენიტენციური ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის ფარგლებში
- პენიტენციურ სისტემაში არსებული კვების სტანდარტი დამტკიცებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს ერთობლივი №88-№01-34/ნ ბრძანებით სულ განსაზღვრულია 11 მიზნობრივი რაციონი/კვებითი რეჟიმი, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც დაწესებულების ტიპის მიხედვით ისე მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. აღნიშნული ნორმები შემუშავებულია კვალიფიციური ექიმ-დიეტოლოგების მიერ და სრულად აკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს, როგორც კალორაჟისა და გრამაჟის, ისე ნივთიერებათა შემადგენლობისა და თანაფარდობის თვალსაზრისით.
