გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლები სისტემატურად აწყობენ შეხვედრებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებულ ლტოლვილებთან და ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მფარველობის ქვეშ მყოფ სხვა პირებთან. აღნიშნული პროცესი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ფარგლებში ხორციელდება.