ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრების ევროპული ქსელი (EPTA)
სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრების ევროპული ქსელი (EPTA) მიზნად ისახავს პენიტენციური სისტემის სასწავლო დაწესებულებებს შორის ევროპული თანამშრომლობის გაღრმავებას და გამოცდილების გაზიარებას. EPTA ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს პენიტენციური სასწავლო ცენტრების პროფესიონალიზმის განვითარებას ეროვნულ და ევროპულ დონეზე. ქსელში გაერთიანება საშუალებას აძლევს მხარეებს, დაესწრონ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით მოწყობილ ღონისძიებებს და ერთმანეთს გაუზიარონ სხვადასხვა ქვეყნების სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა მომზადების ხაზით არსებული მნიშვნელოვანი მიღწევები, ტენდენციები და გამოწვევები.

EPTA 2010 წელს დაარსდა და მისი წევრები მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სასწავლო დაწესებულებები არიან. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოებიდან პირველი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ამ ორგანიზაციაში მიიღეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი EPTA-ის წევრი 2011 წელს გახდა.

FaceBook Twitter