CEP-ი მიზნად ისახავს დამნაშავეთა რეინტეგრაციას საზოგადოებაში ისეთი საზოგადოებრივი სასჯელებისა და პატიმრობის ალტერნატიული ღონისძიებების მეშვეობით, როგორებიცაა პრობაცია, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შუამდგომლობა და მორიგება.
CEP-ი ორიენტირებულია ხელი შეუწყოს პრობაციის სფეროს განვითარებასა და შესაბამისი პროფესიონალების მომზადებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. აქედან გამომდინარე, CEP-ი ხელს უწყობს ევროპულ თანამშრომლობას პრობაციის აქტუალურ საკითხებზე კონფერენციების ორგანიზებით. სხვადასხვა ღონისძიების შესახებ მოხსენებების, ყოველთვიური სიახლეების გამოცემითა და ვებ-გვერდის საშუალებით CEP-ი საშუალებას აძლევს მხარეებს ერთმანეთს გაუზიარონ შეხედულებები პრობაციის საკითხებზე. ამ მხრივ, ის მნიშვნელოვანად ეხმარება საზოგადოებრივი სასჯელებისა და ღონისძიებების განვითარებას.
CEP-ის წევრები არიან პრობაციის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები. აქედან გამომდინარე, CEP-ი აერთიანებს ევროპაში სისხლის სამართლისა და პრობაციის სფეროში მომუშავე პრაქტიკოსებს, მენეჯერებს, აკადემიკოსებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. ერთად ისინი წარმოადგენენ დამნაშავეებთან მომუშავე ექსპერტთა ჯგუფს, რომელთა საერთო მიზანია საზოგადოების დაცვა პატიმრობასთან დაკავშირებული ხარჯების გაღების გარეშე.
ოფიციალური ვებ-გვერდი: www.cep-probation.org/