საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ) 1992 წელს დაფუძნდა. საქართველოსთან თანამშრომლობა ფონდმა 2006 წელს დაიწყო, რასაც საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმის ხელმოწერა უძღოდა წინ. IRZ-ს პროექტები ჰქონდა და აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, უზენაეს სასამართლოსთან, ადვოკატთა ასოციაციასთან, უნივერსიტეტებთან.
განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამშრომლობა სასჯელაღსრულების სისტემასთან. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, IRZ-თან ერთად ახორციელებს სასწავლო და კვალიფიკაციის ამაღლების პროექტებს. ამავდროულად, სასწავლო ცენტრთან დაგეგმილია რეგიონული პროექტების განხორციელებაც.
ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.irz-stiftung.de/