ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)



2015 წლის 16 მარტს, გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ქვეპროექტს - „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქმედუნარიანობის გაძლიერება“.

ქვეპროექტის განხორციელების მიზნით, 2015 წლის 19 მარტს გაფორმდა „სტანდარტული შეთანხმების წერილი“ გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს შორის, რომლის შედეგადაც მიღებულ იქნა „სასწავლო ცენტრის განვითარების 2015-2017 წწ. სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“.

სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავდა ტრენინგები როგორც სასწავლო ცენტრის, ასევე, მთლიანად პენიტენციური სისტემის თანამშრომლებისთვის, რომლებიც მიმართულია პენიტენციურ სისტემაში დასაქმებული პერსონალის ეფექტური მომზადება/გადამზადებისაკენ. დაინერგა სერტიფიცირების ახალი სისტემა, რომელიც იძლევა მაქსიმალურ ინფორმაციას მსმენელის მიერ სასწავლო ცენტრში გავლილ სასწავლო კურსებზე.

შვედეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, სამინისტრომ შემოიღო ციხეების თანამშრომელთა ტრენინგისა და გადამზადების ახალი სისტემა.

2015 წლის სექტემბრიდან საკანონმდებლო დონეზე შეიცვალა ციხეებში თანამშრომლების აყვანის პრინციპი: დასაქმების მსურველები წინასწარ გაივლიან სპეციალურ სასწავლო პროგრამებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში. სწავლება შეეხება როგორც სასჯელაღსრულების სისტემის საკანონმდებლო საფუძვლებს, ასევე, პატიმრებთან მოპყრობის წესებს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, სასჯელაღსრულების სისტემის 800-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა სასწავლო კურსი საკანონმდებლო ცვლილებების საკითხებში. ცხრამეტმა მომავალმა ტრენერმა და ოცდასამმა მენტორმა გაიარა პროფესიული გადამზადება. მომზადდა შვიდი ვიდეო გაკვეთილი და მასალა ტესტებისთვის. შემოღებულ იქნა სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა და შემუშავდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის 2015-2017 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები UNDP-თან თანამშრომლობით ახალი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც მიმართული იქნება სამინისტროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ტრენინგების გზით.

FaceBook Twitter