ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ევროკავშირი (EU)
თანამშრომლობა ევროკავშირთან

ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება ევროკავშირთან ურთიერთობას.

ევროკავშირმა და საქართველომ 2015 წლის 26 ივნისს ასოცირების შესახებ დღის წესრიგი მიიღეს, რომელიც ადგენს პრიორიტეტებს 2014–2016 წლებისთვის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მომზადების თვალსაზრისით.


სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერის პროგრამა

საქართველოს მთავრობასა და ევროპის კავშირს შორის დადებული ფინანსური შეთანხმების ფარგლებში, რომელიც სისხლის სამართლის სისტემის საბიუჯეტო დახმარების 3 წლიან პროგრამას ითვალისწინებს, 2014 წლის 14-18 ივლისს საქართველოში ევროპის კავშირის შეფასების მისია იმყოფებოდა. მისიამ ფინანსური შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საბოლოო შეფასება განახორციელა. აღნიშნული პროექტი წარმატებით შესრულდა და შეფასებების შედეგებზე დაყრდნობით ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საბიუჯეტო დახმარების მესამე (მიმდინარე პროგრამისთვის ბოლო) ტრანშის ჩარიცხვის შესახებ (ჯამურად 5.5 მლნ ევრო). ასევე, 2016 წელს დაიწყო ახალი, სამწლიანი პროგრამის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს არსებული ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, 50 მლნ ევროს ოდენობით დახმარებას და დამატებით კიდევ 10 მლნ ევროს კონკრეტულად ადამიანის უფლებების საკითხებზე.

EU ტექნიკური დახმარების პროექტი Human Dynamics

ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების პროცესში. პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების გარდა, უმნიშვნელოვანესი იყო ევროკავშირის პროექტი, „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“. აღნიშნული პროექტის განმახორციელებელი საკონსულტაციო კომპანია “Human Dynamics”-ი ჩართული იყო სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებაში მრავალი მიმართულებით და დიდ ტექნიკურ დახმარებას უწევდა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს.

Human Dynamics-ის მიერ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გაეწია ექსპერტული დახმარება ევროსტანდარტებისა და ევროკავშირის სისხლის სამართლის რეფორმის გეგმის მიხედვით განვითარებაში, რაც მოიცავდა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიის შემუშავებასა და განვითარებას, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის მხარდაჭერას, პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმის ეფექტურ განცხორციელებას და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და სასწავლო ცენტრის შესაძლებლობების გაზრდას ტრენინგების ჩატარებითა და ტრენინგ კურსების შედგენის კუთხით. ასევე, სამინისტროს ხელი შეუწყო: დანაყოფების მენეჯმენტის შესაძლებლობების გაზრდაში, რათა ეფექტურად განხორციელებულიყო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმები; პენიტენციური დეპარტამენტისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის სტრუქტურიზებული თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებასა და მათ შორის, საერთო მონაცემთა ბაზის შექმნაში; თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ადამიანის უფლებების სტანდარტების მიხედვით განვითარებაში.

იგეგმება ტექნიკური დახმარების ახალი პროექტის (30 თვიანი) დაწყება.

FaceBook Twitter