ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრების მიზნით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საკანონმდებლო მაცნეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. გათვალისწინებულია პენიტენციურ დაწესებულებებში მაცნეს ბრენდირებული კომპიუტერების განთავსება, სადაც მუდმივად განახლებადი ელექტრონული წიგნების კატალოგი აიტვირთება პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე განთავსდება მაცნეს ბრენდირებული წიგნების კარადები. პროექტის ფარგლებში ერთი მხრივ, მოხდება პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების წიგნის ფონდების განახლება, სამართლებრივი აქტების ელექტრონული კატალოგებით აღჭურვა; მეორე მხრივ კი გაიზრდება ხელმისაწვდომობა იმ მნიშვნელოვან კანონებზე, რომლებიც შემხებლობაშია ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებებთან, არასრულწლოვანებისა და ქალ მსჯავრდებულთათვის საერთაშორისო თუ ქვეყნის შიდა კანონმდებლობასთან, რომლებიც მათ უფლებებს ეხება. მათ შორის ეთნიკურად არაქართველი პატიმრებისთვის რუსულ და ინგლისურ ენებზე.
FaceBook Twitter