ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მსჯავრდებულ და ყოფილ პატიმარ ქალთა რესოციალიზაციის თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა კახიშვილმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ პროექტის „პატიმარ, პრობაციონერ და ყოფილ მსჯავრდებულ  ქალთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა კანონმორჩილი ცხოვრებისათვის“ ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა კახიშვილმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ პროექტის „პატიმარ, პრობაციონერ და ყოფილ მსჯავრდებულ ქალთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა კანონმორჩილი ცხოვრებისათვის“ ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა.

 

მრგვალი მაგიდის ფარგლებში იმსჯელეს იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს პატიმარ, პრობაციონერ და ყოფილ მსჯავრდებულ ქალთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებას, დასაქმებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას, ასევე ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში დაფუძნდა სამკერვალო საწარმო, რომელშიც 25 მსჯავრდებული ქალი დასაქმდა. ამასთან, შეიქმნა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც პატიმარ ქალებს შესაძლებლობა აქვთ იზრუნონ როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ორივე პროექტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ასოციაციამ „ქალი და ბიზნესი“ განახორციელა, რომელიც მსჯავრდებულ ქალებს სხვადასხვა პროფესიულ და სახელობო პროგრამებსაც სთავაზობს.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, ასევე ასოციაციას „ქალი და ბიზნესი“, რომელიც სამინისტროს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის გაძლიერებაში ეხმარება.

 

„რაც უფრო მეტი ასეთი რეალური პროექტი დაფინანსდება საქართველოში, რომელსაც კონკრეტული შედეგი ექნება, მით უფრო წარმატებით განხორციელდება მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია. ამ შემთხვევაში, აღნიშნულ პროექტს ნამდვილად აქვს რეალური შედეგი - მსჯავრდებული ქალები დასაქმდნენ, გადიან შესაბამის კურსებს. ამდენად, მსგავს პროექტებს სამინისტრო ყოველთვის მხარს დაუჭერს“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

ასოციაციის „ქალი და ბიზნესი“ განხორციელებული სწავლებების შედეგად დამზადებული ნამუშევრები გამოიფინა მრგვალი მაგიდის დასრულების შემდგომ გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე, სახელწოდებით „შემოქმედება ღირსებისათვის“.

 

გამოფენა გაეროს პროგრამის, „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქართველოში“ და ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

FaceBook Twitter