ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
არქივი
კახა კახიშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
"საქართველო -სომხეთის სამართლებრივი თანამშრომლობის მე-2 ფორუმის" ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სომხეთის იუსტიციის მინისტრს დავით არუთინიანს უმასპინძლა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში,
სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებულ რეფორმებს ბელარუსის რესპუბლიკის დელეგაცია ეცნობა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გამოცდილების გაზიარებისა და გატარებული რეფორმების გაცნობით მიზნით, საქართველოს ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია.
N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში „მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“ პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში „მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“ პროექტის ფარგლებში არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მსჯავრდებულებისთვის კულინარიის ხელოვნებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში 20 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას შეისწავლის. კურსი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტისა და ფანქრითა და წყლის საღებავებით ხატვის პროგრამების დასრულებასთან დაკავშირებით, მსჯავრდებული ქალბატონების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ოზურგეთში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა
ოზურგეთში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართვლობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ოფისი გაიხსნა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ტრენინგი“პენიტენციური დაწესებულების ეფექტიანი მართვა“ დაიწყო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის ტრენინგი "პენიტენციური დაწესებულების ეფექტიანი მართვა" დაიწყო.
კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ლატვიის იუსტიციის მინისტრ დზინტარს რასნაჩსა და ლატვიის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო სტრუქტურების წარმომადგენლებისაგან შემდგარ დელეგაციას უმასპინძლა.
N8 დაწესებულებაში პოეზიის საღამო გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციურ დაწესებულებას ჟურნალ "რიწის" რედაქტორი ზაურ კალანდია, პოეტები ერეკლე საღლიანი და მზია ხეთაგუროვი ესტუმრნენ.