ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
არქივი
ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი ანგარიშის თანახმად, ციხეებში პენიტენციურ ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული
პენიტენციურ სისტემაში, პენიტენციური ჯანდაცვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი ფიქსირდება - ამის შესახებ ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ანგარიშშია აღნიშნული.
ევროკომისიის ანგარიშში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დადებითადაა შეფასებული
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტის მიერ 2017 წელს დამტკიცდა, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ევროკომისიის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული.
N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი“ ნაწყვეტების ჩვენება მოეწყო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებას ფილმ "ექვთიმე ღვთისკაცის" რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ესტუმრა და ფილმის ნაწყვეტების ჩვენება გაიმართა.
N 5 დაწესებულებაში მყოფ დედებსა და მათ 3 წლამდე ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 3 წლამდე ბავშვებსა და მათ დედებს სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენლებმა საპატრიარქოს მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადასცეს.
N 16 პენიტენციურ დაწესებულებას "საზოგადოება ივერიისას" წარმომადგენლები ესტუმრნენ
სასჯელაღსრულების N 16 პენიტენციურ დაწესებულებას "საზოგადოება ივერიისას" წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ზვიად მიხანაშვილი აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ კონფერენციას დაესწრო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიწვევით, აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების შემდგომ განვითარებაზე დისკუსიას დაესწრო. ღონისძიებაზე განრიდების და მედიაციის პროგრამის შედეგები მიმოიხილეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები აშშ-ის გამოცდილებას ეცნობიან
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) მიწვევით ამერიკაში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ. 
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის ხელმძღვანელობით, მიმდინარე წლის 22-27 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით,
პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს.
თბილისში საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის ფორუმი გაიმართა
თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში საქართველო-სომხეთის სამართლებრივი თანამშრომლობის მეორე ფორუმი გაიმართა.