სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ღონისძიებებს მართავს, რომლის ფარგლებშიც N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ანსამბლ „რუსთავის“ სოლო კონცერტი გაიმართა. დამდეგი შობა-ახალი წელი ანსამბლთან ერთად მსჯავრდებულებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა მიულოცა.
მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული საახალწლო აქსესუარების გაყიდვა საახალწლო ბაზრობაზე უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. მოსახლეობის დაინტერესება მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების მიმართ საკმაოდ მაღალია, რასაც გაყიდული ნივთების რაოდენობაც ადასტურებს